სიახლეები

"შეუძლებელია ყველა მხარე თამაშობდეს"- ზურა ჯაფარიძე გაბუნიას ქეისზე

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გადაცემა "zoomიერი ჯაფარას" ეთერში, ჟურნალის გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, მას არ სჯერა, რომ  ეს ტყუილი და გამოგონილი ამბავია, რადგან შეუძლებელია ყველა მხარე თამაშობდეს, ამიტომ არანაირი კონსპრაციის თეორია არ არსებობს. 

რეალურად, როგორც ჩანს მართლა იგეგმებოდა რაღაც მის წინააღმდეგ და კარგია, რომ ქართულმა სპეც-სამსახურებმა ამაზე რეაგირება მოახდინეს.

                                                                                                       -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ "გირჩი ტივის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ მედიის ინფორმაციით "შინაგან საქმეთა სამინისტრომ" 12 ივნისს რუსეთის მოქალაქე, ინგუში, ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი დააკავა, რომელიც ვლადიმირ პუტინის გინების გამო, რამზან კადიროვის დავალებით გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. 

                                                                                                                                                ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები