სიახლეები

იაგო ხვიჩია: მე მინდა კოლეგებს ველაპარაკო და ეს იყოს საჯარო

"რუსთავი 2"-ის ეთერში "გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ადამიანებს კონკრეტული დღის წესრიგი შევთავაზოთ-თუ რა იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ხელისუფლების ცვლილება მოხდება. 

ხვიჩია ამბობს, რომ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მოსიარულე ადამიანების უმეტესობა პარლამენტში მოხვდება. სწორედ ამიტომ "გირიჩისთვის" მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გარკვეული ტიპის შეთნხმება წინასწარ მოხდეს.  

იაგოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი საბჭოთ მართმსაჯულების სიტემის ცვლილებაა, რის მისაღწევადაც ის ოპოზიციაში თანამოაზრეებს ეძებს.  მისი თქმით, ის მზად არის განსხვავებები გვერდზე გადადოს და დაელაპრაკოს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს, მათ შორის მათაც, ვინც სასამართლო სისტემის რეფორმის თაობაზე გაფორმებულ 5 პუნქტიან მემურანდუმს ხელი არ მოაწერა.

შეიძლება ოპოზიციაში ბევრი ადამიანი არ მეთანხმებოდეს, მაგრამ მე საბჭოთა კავშირში ცხოვრება არ მინდა და მჯერა, რომ სულ საბჭოთა კავშირი იქნება სანამ ეს მართმსაჯულების სისტემა გვექნება. 

                                                                                                                                                        -განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მან ასევე კოლეგებს დახმარება "გირჩის" მხარდამჭერების ხმების დაცვაში სთხოვა, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის თბილისსა და რეგიონებს შორის არარეალური პროცენტული სხვაობა იყო, რაც ბუნებრივია ეჭვებს ბადებს. "თუ ჩვენ კოლეგების მხარდაჭერა გვექნება, როგორც მინიმუმ ის, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდა ვერ განმეორდება"-განაცხადა პოლიტიკოსმა.

შეგახენებთ, რომ 30 ივლისს ზუსტად 16:20 (420) "გირჩი" პარტიულ სიას წარადგენს, რომელსაც პარტიის მხარდამჭერები Ged-ების ("გირჩის" ციფრული ვალუტა) საშუალებით დააფორმირებენ. 

"გირჩის" პორტალზე დასარეგისტრირებლად დააჭირეთ ამ ბმულს.

                                                                                                                                                                  ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები