სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლების ნაბიჯები ძალაუფლების შენარჩუნებისკენაა მიმართული

"გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძე "ტვ პირველის" ეთერში ქვეყნის ეკონომიკაზე და მთავრობის მიერ ხარჯების შემცირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის წლიური ვარდნა 4%-ზე ბევრად დიდი იქნება.

მისივე თქმით, სინამდვილეში ხელისუფლება რასაც აკეთებს, ეს ნაბიჯები მიმართულია ძალაუფლების შენარჩუნებისკენ, რაზეც ისინი საუბრობენ ეს ხარჯების შემცირება კი არ არის, არამედ თამაშია. მთავრობას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს დამალოს კრიზისის სიღრმე, რაც მოსახლეობაში გააჩენს განცდას, რომ კრიზისი ისეთი არ არის, როგორიც სინამდვილეშია. ამით ხელისუფლება არჩევნებისთვის დროს მოიგებს, მოსახლეობის განწყობაც ისეთი ნეგატიური არ იქნება, როგორიც ის ნამდვილი სურათის დანახვის შემთხვევაში იქნებოდა.

ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თუ მთავრობას ნამდვილად სურდა ხარჯების შემცირება, მაშინ შეეძლოთ სხვადასხვა პროექტების გაუქმება, რომელშიც ფული წლების განმავლობაში უაზროდ იდებოდა. მისივე თქმით, ასევე კარგი იქნებოდა თუ, ეკონომიკის სამინისტროს გაუქმდებოდა, რადგან მას არანაირი ფუნქცია არ გააჩნია.

"გირჩის" ლიდერი განათლების სამინისტროსთვის 127 მილიონით ბიუჯეტის შემცირებასაც გამოეხმაურა და განაცხადა:

განათლების სამინისტრო გასაუქმებელია, რადგან ეროვნული ბანკის შემდეგ ის ყველაზე მავნებელი სტრუქტურაა, რომელიც თაოებებს-თაობებზე ანადგურებს. ქვეყანაში, რომ ამდენი ადამიანი უმუშევარია სწორედ ამიტომაა, რომ მათ არ აქვთ უნარები, რომლებიც დღეს ბაზარზე მოთხოვნადია.

პოლიტიკოსმა ასევე ქვეყანაში ახალი ინვესტიციების შემოდინების ნაკლებობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ინვესტიციებთნ დაკავშირებით პანდემიამდეც პრობლემები იყო, კორონავირუსმა კი, სიტუაცია თავისთავად დაამძიმა ისევე, როგორც პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ მიღებულმა უაზრო გადაწყვეტილებებმა. 

"გირჩის" ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველოში ფულის ჩადება არავის უნდა, რადგან სერიოზული კომპანიები ქვეყნის არაფორმარულ მმართველთან გაუმჭირვალე ურთიერთობებში არ შევლენ. მისივე თქმით, სანამ ქვეყანაში ეს წესრიგი არ შეიცვლება, ინვესტორები აქ ფულს არ ჩადებენ. ის ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განაცხადებასაც გამოეხმაურა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ შესაძლოა ჩინურმა საწარმოებმა წარმოება საქართველოში გადმოიტანონ. 

თუ შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში ერთი სერიოზული კომპანია შემოვა, მე წავალ პოლლიტიკიდან. არარეალურია და ილუზიაა, რომ ჩვენ ისეთ პირობებს შევქმნით, რომ სერიოზული კომპანიები აქ წამოვლენ . 

                                                                                                        -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ "ტვ პირველის" ეთერში.

                                                                                                                                                            ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები