2240 Views
სიახლეები

"ვარჯიში ჯანმრთელობაა" აქცია კანცელარიასთან, სპორტდარბაზების გახსნის მოთხოვნით

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ წუთებში ფიტნეს დარბაზების გახსნის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს, რომელსაც "გირჩის" წევრებიც შეუერთდნენ.  აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათთვის სრულიად გაუგებარია, რატომ არ აქვთ ვარჯიშის უფლება და მოითხოვენ მთავრობის წარმომადგენლებისგან ახსნა-განმარტებას იმის შესახებ, თუ რა მიზეზით არ იხსნება სპორტდარბაზები.

ზურაბ ჯაფარიძე აქციაზე პლაკატით მივიდა, რომელსაც "ვარჯიში ჯანმრთელობაა" აწერია. "გირჩის" ლიდერმა განაცხადა, რომ ვარჯიში ჯანმრთელობაა და გაუგებარია, რატომ არ იხსნება სპორტდარბაზები მაშინ, როდესაც ყველაფერი გაიხსნა.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას თქმით, სრული სისულელეა სპორტსმენებისთვის ინდივიდუალური ვარჯიშის აკრძალვა. მისივე თქმით, "ადამიანების ჯანმრთელობას აკრძალვით უფრო მეტი ზიანი ადგება, ვიდრე ვირუსს შეეძლო მიეყენებინა."

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ფიტნეს დარბაზები 22 ივლისამდე არ გაიხსნება.

                                                                                                                                                              ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები