სიახლეები

რა უნდა ვიცოდეთ "გირჩის" საარჩევნო კამპანიის შესახებ ?

დაიწყო შიდა პარტიული საარჩევნო კამპანია საპარლამენტო პარტიული სიის მოსამზადებლად. "გირჩის" საარჩევნო კამპანია უნიკალურია. პარტიულ სიას დაწერენ არა პარტიული ბოსები, არამედ ყველა გირჩის მხარდამჭერი ერთად პარტიაში შეტანილი წვლილის შესაბამისად, Ged-ების ("გირჩის" ციფრული ვალუტა) საშუალებით.

"გირჩის" პორტალი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს, მოხვდეს პარტიის ისტორიულ პირველ საპარლამენტო სიაში.
თუ გაქვთ სურვილი და ხედვა, რისი გაკეთება გინდათ "გირჩის" კარები ღიაა.


„გირჩის“ ყველაზე ცნობილი ინიციატივები ამ დროისათვის არის:

- სახელმწიფოს საკუთრების მოქალაქეებისთვის დაბრუნება
- მთავრობის ზომის შემცირება და ერთი გადასახადის დატოვება
- სასამართლოს სისტემის რეფორმა ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული 13 მარტის შეთანხმების შესაბამისად
- რაიონული პოლიციის უფროსების (შერიფების) არჩევითობა
- განათლების სისტემების არჩევითობა და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების რეგულაციებისგან განთავისუფლება


ამ თემებზე "გირჩის" პოლიტიკოსებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ მთლიან პოლიტიკურ სპექტრთან, ყველა პოლიტიკოსთან, ვისაც მომავალ პარლამენტში მოხვედრის შანსი ექნება ლაპარაკი და თანამშრომლობა.

შეგახენებთ, რომ 30 ივლისს ზუსტად 16:20 (420) "გირჩი" პარტიულ სიას წარადგენს. ეს სიმბოლური თარიღია. 2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ "გირჩის" სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა და ამით მარიხუანის მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იხილეთ ამ ლინკზე.

                                                                                                                                                                 ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები