სიახლეები

იაგო ხვიჩია: ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვისაც ოპოზიციური ერთობის დაშლა სურს

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ "პოლიტიკური აგორას" ეთერში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "გირჩი" მნიშვნელოვნად მიიჩნევს საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმებას. 

როგორც ცნობილია მოლაპარაკებების პროცესი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მიმდინარეობდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში გარკვეულმა პოლიტიკოსებმა განცხადებები გააკეთეს, რომ პარტიებს შორის მაჟორიტარებზე შეთანხმება მხოლოდ არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატებზე უნდა მომხდარიყო. 

"გირჩის" მიზანი, რატომაც მოლაპარაკებებში მონაწილეობის იყო, რომ ის რისი შეცვლაც ქვეყნის მომავლისთვის პარტიას მნიშვნელოვნად მიაჩნია ამაზე ოპოზიციაში შეთანხმება მომხდარიყო. გუშინ "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა "რეაქციას" ეთერში განაცხადა, რომ მზად არის უარი თქვას მაჟორიტარობაზე იმ შემთხვევაში, თუ პარტიები ხელს მოაწერენ, "გირჩისთვის" ფუნდამენტურად მნიშვნელოვან 4 საკითხზზე ცვლილებებს, რომლებსაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განახორციელებენ, რაც კონკრეტულად 4 საკითხს ეხება :

- სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნება
- ერთი გადასახადის დატოვება და მთავრობის ზომის შემცირება 15%-მდე
- სასამართლოს სისტემის რეფორმა ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად
- სახელმწიფო რეგულაციებისგან თავისუფალი კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტების შექმნის შესაძლებლობის დაშვება
- რაიონული პოლიციის უფროსების (შერიფების) არჩევითობა

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარტიის წევრები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში სწორედ ამ მიზეზით დადიოდნენ და არა ერთით მეტი ადამიანის პარლამენტში შეყვანის მიზნით. პირადად მისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია საბჭოთა მართმსაჯულების სისტემის დანგრევა, რის შესახებაც შეთანხმების მიღწევის პროცესი ოპოზიციურ პარტიებს შორის დაწყებულია და 13 მარტს 5 პუნქტიანი მემურანდუმი გაფორმდა სასამართლო სისტემის რეფორმის თაობაზე.

პოლიტიკოსი ასევე "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ პარტია თბილისში მხოლოდ ორი ოლქისთვის (გლდანი და სამგორი) იბრძოლებს. მისი თქმით, ეს განცხადება სამართლიანია და ხელს შეუწყობს ოპოზიცურ პარტიებს შეთანხმების მიღწევაში. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისეთი მაჟორიტარობის კანდიდატების დაყენება მოხდეს, ვის მიმართაც ნდობის განცდა "გირჩის" ამომრჩეველს ექნება.

"გირჩი" არავის კონკურენტი არ იქნება და ჩვენ კოლეგებს შეთანხმების მიღწევაში, ხელს არ შევუშლით. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვისაც ოპოზიციური ერთობის დაშლა სურს.

                                                                                                                                           -განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

                                                                                                                                                  ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები