სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე მზად არის უარი თქვას მაჟორიტარობაზე

ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ის ერთგული რჩება ხედვისა, რომ მნიშვნელოვანია პირველივე ტურში მაჟორიტარებზე შეთანხმება, ასევე თუ პირველ ტურში გარკვეულ ოლქებში მოხდება მოგება, ეს გარკვეულწილად მეორე ტურზეც გავლენას იქონიებს.  "გირჩის" ლიდერის განცხადებით, თუ ყველაზე მნიშვნელოვანია თბილისში ოპოზიციურ პარტიებს შორის 8 მაჟორიტარის განაწილება  მოხდეს, მას სურვილი აქვს, რომ რომ კენჭი ვაკის რაიონში იყაროს.

ყველასთვის ცნობილია, რომ "გირჩს" აქვს კონკრეტული მიზნები რა იქნება 2020 წლის არჩევნებისა და "ქართული ოცნების" დამარცხების შემდეგ. ერთ-ერთ ასეთ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხზე, ოპოზიციურ პარტიებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმება მოხერხდა, რაც 13 მარტს მართმსაჯულების სისტემის რეფორმის თაობაზე 5 პუნქტიანი მემურანდუმის გაფორმებით დასრულდა. ჯაფარიძემ "რეაქციის" ეთერში კოლეგებს მიმართა და განაცხადა: 

თუ მე მექნება თანხმობა იმაზე, რომ ქონების რესტიტუცია მოხდება სახელმწიფოს ხელში არსებული ქონება ამ ქვეყნის მოქალაქეებს დაუბრუნდება, თუ ჩვენ წავალთ ერთი გადასახადის ქვეყნისკენ, შერიფები იქნებიან არჩევითები რაიონების დონეზე, თუ განათლების სისტემაში ადამიანს შესაძლებელობა ექნება გააკეთოს ისეთი სკოლა, როგორიც უნდა, სახელმწიფოს რეგულაციების გარეშე, თუ ამ ოთხ რაღაცაზე პარტიები ხელს მომიწერენ მე უარს ვიტყვი მაჟოროტარობაზე.

                                                                                                                           -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია კანდიდატს, რომელსაც ის მხარს დაუჭრს თავად აირჩიოს, რადგან "გირჩის" ამომრჩეველი ნებისმიერ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს. იმ შემთხვევაში, თუ პარტიები ამ ოთხი პუნქტის შესრულების თაობაზე ხელს მოაწერენ ამომრჩეველი მხარდაჭერაზე იფიქრებს, რადგან მათთვის ეს საკითხები ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.  

"გირჩის" აზრით, თბილისში ერთით ნაკლები მაჟორიტარობის კანდიდატის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის ალბათობას იმისა, რომ ოპოზიცია პირველივე ტურში მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმდეს.

                                                                                                                                            ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები