სიახლეები

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკოსები გულშემატკივრებმა დააფინანსონ ?

ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ საქართველოში პოლიტიკოსების დაფინანსების მხოლოდ ორი გზა არსებობს. პირველი ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებაა, რომელიც მოქალაქეებისთვის გადასახადების წართმევით ფორმირდება. რაც შეეხება მეორე გზას, ეს ნაცნობი ბიზნესმენების მხრიდან შემოწირული თანხებია. ბიუჯეტის ფულზე წვდომა უამბიციო პარტიებს წლების განმავლობაში არხეინად ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. ამბიციური პარტიების მიზანი კი ამ ყველაფერთან ერთად მოქალაქეეების ფულით ხელისუფლებაში ყოფნის და ამომრჩევლის არჩევანზე გავლენის მოხდენაა და ასევე, სამომავლოდ ფინანსური მარაგის დააგროვების შესაძლებლობა. ორივე ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში პოლიტიკური პარტია ჩვეულებრივი ბიზნესის ნაწილია, რაც "გირჩის" აზრით არასწორი და ამორალურია. 

"გირჩის" მიზანია, რომ საქართველოში საქართველოში ღირებულებების და პრინციპების გარშემო შეკრებილი პოლიტიკური  პარტიები გაჩნდეს. ასეთ შემთხვევაში მათი მიზანი არა ძალაუფლების მოპოვება იქნება, არამედ საკუთარი ამომრჩვლების იდეების პირდაპირ გატარება. 

სწორედ ამიტომ, "გირჩი" პოლიტიკოსების დაფინანსებაში ახალი პრაქტიკის დააამკვიდრებას ცდილობს, რაც გულისხმობს, რომ პოლიტიკოსებს და პარტიებს ამომრჩეველი და არა ბიუჯეტი უნდა აფინანსებდეს. ეს არის ერთადერთი სწორი გზა იმისათვის, რომ ქართული პოლიტიკა გაჯანსაღდეს და გარანტია იმისა, რომ ამ გზით პოლიტიკოსი სამომავლოდ ბანაკს ფულის გამო არ შეიცვლის.

ამ საკითხზე "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, გადაცემა "zoomიერი ჯაფარას" ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ ის პირველი ქართველი პოლიტიკოსია, რომელსაც სრულად მხარდამჭერები აფინანსებენ. 

ეს მოდელი ისეთ ღარიბ ქვეყანაშიც კი, როგორიც საქართველოა მუშაობს და "გირჩის" მაგალითი იქნება პირველი პრეცენდენტი, იმისა, რომ თუ მართლა გინდა რაღაცის შეცვლა და გჯერა რასაც აკეთებ, ეს არის ერთადერთი გზა ქართული პოლიტიკის გასაჯანსაღებლად.

                                                                                       -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ, "გირჩი ტივის" ეთერში.

ვრცლად გადაცემა იხილეთ ამ ბმულზე

                                                                                                                               ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები