გიგი უგულავა: ჩემი დანაშაული საზოგადოების წინაშე ისაა, რომ ინერცია, რომელიც მერიის თანამშრომლების პარტიულობას ეხება ვერ შევცვალე

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ, "პოლიტიკური აგორას" ეთერში მისთვის წაყენებულ ბრალზე და მერიის თანამშრომლების პარტიულობაზე ისაუბრა.

უგულავას თქმით, წინა საქმეზე მას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, პარტიული მიზნებისთვის ედავებოდნენ (რაც სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული ადამიანების პარტიულობას ნიშნავს). მისივე თქმით,  საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული მერიის თანამშრომელი ყოველთვის სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო და  სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე პირების 15-20% არჩევნებზე ხმას ყოველთვის მმართველ პარტიას აძლევს.

წლების განმავლობაში ხელისუფლების მოხელეები მერიას სრულად იკავებდნენ. ჩემი დანაშაული საზოგადოების წინაშე ისაა, რომ ინერცია, რომელიც ჩემს მერობამდე არსებობდა ვერ შევცვალე. 

                                                                                                                                                                          -ამბობს პოლიტიკოსი.

მისივე თქმით, ქალაქის მერი პოლიტიკური თანამდებობის პირია, მაგრამ სპეციალისტის დანიშვნა პოლიტიკური მოტივით არ უნდა ხდებოდეს. "ევროპული საქართველოს" ლიდერის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ცვლილებასთან ერთად სავალდებულოა, რომ პრეზიდენტის აპარატის 4000-მდე თანამშრომლის ცვლილება.

რაც შეეხება პოლიტიკოსის მიმართ წარდგენილ უკანასკნელ ბრალდებას, რომელიც  ეხებოდა მისი მერობის პერიოდში "თბილისის განვითარების ფონდიდან" 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას. უგულავას თქმით, მსგავი ბრალდებები დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან მიუღებელია, რადგან ყველამ იცის, რომ  მერიის ფულის მითვისებისთვის, "ქართული ოცნება" სპეციალურ სამსახურებსაც კი ქმნის. მისივე თქმით, მისი მერობის პერიოდში მყოფი თანამშორომლები, დღეს "ქართულ ოცნებაზე" მუშაობენ.

პოლიტიკოსი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ანტიკრიზისული გეგმას თვითდასაქმებულებისთვის გამოეხმაურა. მისი აზრით, ამ თანხის უდიდესი ნაწილი წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" აქტივისტებზე განაწილდება, რაც მისი თქმით, ასევე ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაა.  

                                                                                                                                                                        ავტორი: პოლინა აბზიანიძე

იხილეთ გადაცემა სრულად 



კომენტარები