სიახლეები

840 Views
პოლიტიკა

იაგო ხვიჩია და გიგი უგულავა შეთანხმდნენ, რომ საჯარო სამსახური ღიად მრავალპარტიული უნდა იყოს

"პოლიტიკური აგორას" ეთერში "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ და "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ, საჯარო მოხელეების  პარტიულ გავლენაზე ისაუბრეს.

უგულავას თქმით, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ბიუროკრატიული სისტემა ყოველთვის ერთპარტიული იყო და  მისივე თქმით, მან როგორც ქალაქის მერმა პარტიული ნიშნისგან მერიის გათავისუფლება ვერ მოახერხა თუმცა მიიჩნევს,რომ მერიაც და ზოგადად საჯარო სამსახურებიც ერთპარტიული გავლენისგან მომავალში აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს.

ხვიჩიას თქმით,  უკეთესი იქნება საჯარო სამსახური ღიად  მრავალპარტიული იყოს, რასაც გიგი უგულავა დაეთანხმა და განაცხადა, რომ მრავაპარტიულობის შემთხვევაში, თანამშრომლები მმართველი პარტიის დაქვემდებარების ქვეშ ვეღარ მოხვდებიან. 

                                                                                                                                                                        ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები