სიახლეები

ლევან ჯგერენაია: პარლამენტმა უარი თქვა საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაზე

"პოლიტიკური აგორას" ეთერში "გირჩის" იურისტმა ლევან ჯგერენაიამ, საკონსტიტუციო სასამართლოში  "გირჩის" მიერ  შეტანილ სარჩელზე ისაუბრა, რომელიც კომენდანტის საათის არაკონსტიტუციურად ცნობას ეხება. მისი თქმით, პარლამენტს არ აქვს უფლება საკუთარ კომპეტენციაზე და  საპარლამენტო კონტროლზე უარი განაცხადოს და უფლებამოსილება მთავრობას გადააბაროს.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება გარკვეული შეზღუდვების დაწესება. მისი თქმით,  ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის დროს, ვადები და ჩარჩოები პარლამენტმა უნდა დააწესოს. ის თვლის, რომ ადამიანების ბედი არ შეიძლება  დამოკიდებული იყოს მთავრობის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებეზე.

პარლამენტის მიერ უფლებამოსილების დელეგირების  დროს, მთავრობას განუსაზღვრელი ძალაუფლება ენიჭება.

                                                                                                                                                    -განაცხადა ლევან ჯგერენაიამ.

ვრცლად ამ თემაზე შეგიძლიათ უყუროთ "პოლიტიკური აგორას" გადაცემას სრულად. 

                                                                                                                                                                     ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები