სიახლეები

"ღმერთის არ გწამთ?' ზურაბ ჯაფარიძის აქცია-პერფორმანსი საპატრიარქოსთან

"გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, "საქართველოს საპატრიარქოსთან" აქცია-პერფორმანსი გამართა. წარწერით "ღმერთი არ გწამთ?" ჯაფარიძემ ეკლესიებისთვის 20 ჰექტრამდე მიწის გადაცემის ინიციატივა გააპროტესტა. 

თითო ეკლესიაზე 20 ჰექტარი ტყის გადაცემა ამორალური საქციელია. ერთადერთი გზა, რომ ეკლესია ოქროსმოყვარულთა პოლიტიკური გაერთიანებიდან, მართლა ქრისტეს ეკლესიად იქცეს,სასწრაფოდ საჭიროა ყველა პრივილეგიის გაუქმება.

                                                                                                                              -განაცხადა "გირჩის" ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატებმა ტყის კანონი განიხილეს, რომლის მიხედვითაც ყველა ეკლესიას ირგვლივ მდებარე ტყის 20 ჰექტრის საკუთრებაში გადაცემა შეეძლება. ცვლილებები ტყის კანონში, რომელსაც სამოქალაქო სექტორი თვეების განმავლობაში აპროტესტებდა, გუშინ მესამე მოსმენით მიიღეს.

                                                                                                                                  ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები