სიახლეები

ალექსანდრე რაქვიაშვილი: საქართველოს მთავრობისთვის კანონი მხოლოდ ძალაუფლების ატრიბუტია

"პოლიტიკური აგორას" ეთერში "გირჩის" საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, იმ ახალ კანონპროექტზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეეძლება გარკვეული შეზღუდვების დაწესება.

მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლების გარეშე, ცივილიზაცია რთული წარმოსადგენია. როგორც რაქვიაშვილი ამბობს, როდესაც ისრაელის ხელისუფლებამ მსგავსი შეზღუდვა შემოიღო, იქაურმა სასამართლომ რელიგიური შეკრებების და დემონსტრაციების შეზღუდვა არაკონსტიტუციურად ცნო და განაცხადა, რომ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების აკრძალვა არ შეიძლება, რადგან ეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.

რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა კანონს როგორც წესებსა და ნორმებს ისე კი არ აღიქვამს, არამედ ის მათთვის მხოლოდ ძალაუფლების ატრიბუტია.

საბჭოთა კავშირის დროს მიღებულმა განათლებამ განაპირობა მათი წარმოდგენა კანონზე, რომ ის მხოლოდ ფიქციაა.

                                                                         -აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, "გირჩი ტივის" ეთერში.

                                                                                                                                 ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები