სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: არ ვთვლი, რომ მე ან "გირჩი" რაიმე გაერთიანებაში ვართ

"ტვ პირველის" ეთერში, "გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ოპოზიციის შეხვედრებზე ისაუბრა. წამყვანის კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე ძალა, რომლის გამოჩენაც შეხვედრებზე მას გადააწყვეტინებს, რომ აღარ სურს ამ გაერთიანებაში ყოფნა. ჯაფარიძემ უპასუხა:

"არ ვთვლი, რომ მე ან "გირჩი" რაიმე გაერთიანებაში ვართ."

მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი სადისკუსიო ფორმატია, სადაც ადამიანები იკრიბებიან და რომლის მიზანიც სამართლიანი საარჩევნო წესების მიღწევაა. როგორც ჯაფარიძე ამბობს, თუკი ვანო მერაბიშვილს, ამ შეხვედრებზე დასწრების სურვილი ექნება,  არავის აქვს  უფლება შეიზღუდოს.

  "ლაპარაკი არ მგონია პრობლემა პირიქით, უარის თქმა უფრო მგონია პრობლემა"-

აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ ტვ პირველის ეთერში.

                                                                 ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები