სიახლეები

71 Views
პოლიტიკა

მალხაზ რეხვიაშვილი: ჩვენი მაუწყებლები  "BBC"-ის დონის ვერასდროს გახდებიან

"პოლიტიკური აგორას" ეთერში მალხაზ რეხვიაშვილმა (რომელიც პოსტის გამო ტელევიზიიდან გაათავისუფლეს) "აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციების განხორციელება საკმაოდ რთულია. "ჩვენი მაუწყებლები  "BBC"-ის დონის ვერასდროს გახდებიან"-მიიჩნევს რეხვიაშვილი.  

მისი თქმით, ტელევიზია გარკვეული პერიოდის წინ სწორი მიმართულებით მიდიოდა, რაც მმართველ ჯგუფს არ მოეწონა. ის ამბობს, რომ ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ პროექტები, რომელთა უკანაც თანამდებობის პირები იდგნენ, გამოაშკარავდა. ინსტუტიციური გამოცდილება კი, მათ უბიძგებდა, რომ ანგარიში გამოეთხოვათ, რადგან ტელევიზია ბიუჯეტიდან ფინანსდება. რეხვიაშვილის აზრით, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ  ვერ გაიაზრა, რომ ბიუჯეტი მათივე ფულია.

რეხვიაშვილის თქმით ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ, მაუწყებელში გაწმენდის პროცესი დაიწყო და  თანამშრომელბის გათავისუფლება ყოველდღიურად ხდება, რაც მისი აზრით, ძალიან ცუდია, რადგან კადრების გადინება მოყვება. ის ჟურნალისტები ვინც აჭარაში საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახდენენ, დედაქალაქში მიდიან, მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის კი აღარავინ იბრძვის.

"აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ დანებებას არ აპირებს და მაუწყებლის ამჟამინდელი დირექტორის გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ, სარჩელი უკვე შეიტანა. ის მიიჩნევს, რომ "აჭარის ტელევიზიის" გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ  ტელევიზია ნორმალურ ფუქციონალურ რეჟიმში დაბრუნდეს. მისივე თქმით, შესაძლოა, საქმე  სტრასბურგის სასამართლოშიც წაიღონ, თუმცა ეს გრძელვადიანი პროცესია.

მანამდე კი კორონავირუსის ფონზე, როდესაც მანიფესტაცია აკრძალულია, პროტესტის გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს ვიპოვნით. მაგალითად, მაუწყებლის ტერიტორიაზე სახალხო სეირნობას მოვაწყობთ. 

                                                                                  -განაცხადა მალხაზ რახვიაშვილმა, "გირჩი ტივის" ეთერში.

                                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები