სიახლეები

254 Views
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: 8 მარტის შეთანხმების მთავარი აზრი არა კონკრეტულ გვარებში,  არამედ ამ შეთანხმების ყველა პირობის შესრულებაშია

"ტაბულას" დამფუძვნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, "პოლიტიკური აგორას" ეთერში 8 მარტის შეთანხმებაზე და ოპოზიციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, 8 მარტის შეთანხმების მთავარი აზრი არა კონკრეტულ გვარებში,  არამედ ამ შეთანხმების ყველა პირობის შესრულებაშია. მისი აზრით,  შეთანხმების დადების შემდეგ ვაჭრობა მიუღებელია და ეს თავგასულობა ხელისუფლებას აღარ უნდა ეპატიოს.

ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ქართული საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა პროპორციული არჩევნებთან დაკავშირებით არაერთხელ გადააგდო. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი  იქნება წინასაარჩევნო კლიმატი. ეს ყველაფერი კი, მისი აზრით, გიორგი რურუას გათავისუფლებაზე და არჩევნების წესის ცვლილებაზეა დამოკიდებული.

პოლიტიკაში ვაჭრობა მისაღები არ არის, მითუმეტეს, როდესაც ამერიკის და ვროკავშირის ელჩები  ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებენ.

                                                                               -განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა, "გირჩი ტივის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ოპოზიცია და ''ქართული ოცნება'' 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესზე შეთანხმდა და შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმა. შეთანხმების თანახმად მაჟორიტარი დეპუტატები 120/30 შერეული სისტემით და 1%-იანი ბარიერით აირჩევიან. ასევე, 40%-ზე ნაკლები ხმების მიმღები პარტია საპარლამენტო უმრავლესობის შექმნას ვერ შეძლებს. ამავე შეთანხმების მეორე ნაწილი კი პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულებას ითვალისწინებს. 

                                                                                                                                ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები