სიახლეები

"გირჩის" სარჩელი კომენდანტის საათთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო

კომენდანტის საათის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით "გირჩის" სარჩელი საკონსტიტუციო არსებითად განსახილველად მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლომ, ასევე არსებითად განსახილველად მიიღო "გირჩის" სარჩელი მარნეულის ჩაკეტვის გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად  ცნობის მოთხოვნის შესახებ. ამ საქმეზე პროცესი ხვალ 12:00 საათზეა ჩანიშნული.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო კომენდანტის საათთან დაკავშირებულ სარჩელს დააკმაყოფილებს, ავტომატურად არაკონსტიტუციურად გამოცხადდება ყველა ის ჯარიმა, რომელიც კომენდანტის საათის დარღვევისთვისაა გამოწერილი.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, „გირჩი“ ამბობდა, რომ ასეთი შეზღუდვები არის არასწორი და არ არის შედეგის მომტანი. როგორც სხვა შეზღუდვების შემთხვევაში, ასევე კომენდანტის საათის შემთხვევაშიც, არანაირი კავშირი არ არსებობს ღამით გადაადგილების აკრძალვას და ვირუსის პრევენციას შორის.

                                                                                                                             - განაცხადა ლევან ჯგერენაიამ.

"გირჩმა" საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და კომენდანტის საათის პირობებში არაერთი ადამიანი დააჯარიმეს

                                                                                                                                  ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები