სიახლეები

111 Views
პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი: უკრაინასთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა არ უნდა გავაფუჭოთ

პარლამენტის წევრი, თამარ ჩუგოშვილი, "პოლიტიკური აგორას" ეთერში, მიხეილს სააკაშვილის უკრაინის მთავარ რეფორმატორად დანიშვნას გამოეხმაურა.

მისი აზრით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, რომელსაც ქვეყანაში მსჯავრდებულის სტატუსი აქვს, სხვა ქვეყნის თანამდებობის პირად დანიშვნა მართებული არ არის. თუმცა, საქართველოს ისევე როგორც უკრაინის მთავრობა, სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში არ უნდა ერეოდეს.

ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინასთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა არ უნდა გავიფუჭოთ.

                                                                                                                                       ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები