თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი იხსნება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის, განცხადებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება უახლოეს დღეებში იგეგმება.

მას შემდეგ, რაც 23 აპრილს კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა.

შეგახსენებთ, რომ "გირჩი" სოფელი ღვანკითის დაკეტვას, ისევე როგორც საქართველოს სხვა ლოკაციების იზოლაციას, აპროტესტებდა და მათ გახსნას მოითხოვდა.

                                                                                                                                ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები