სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: ისეთ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, სადაც მთავრობა მოსახლეობას მონებად არ თვლის

"მთავარი არხის" ეთერში "გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ოპოზიციაზე და პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

ის სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებას მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას. ამის მიზეზად ჯაფარიძე საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლის შიშს და გამბედაობის ნაკლებობას ასახელებს.

მისივე თქმით, საზოგადოებამ, ისევე როგორც ოპოზიციამ, უნდა გაიაზროს, როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება - შვედეთის მსგავს სახლემწიფოში, სადაც ხელისუფლება მოსახლეობას სიმართლეს ეუბნება, თუ ისეთში, სადაც ხელისუფლებას ნებისმიერი სიგიჟის ჩადენის შესაძლებლობა აქვს.

მე მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მთავრობა მოსახლეობას როგორც მონებს ისე არ უყურებს. ამიტომ, თუ ჩვენ ამ ხელისუფლების ცვლილება გვინდა, პოლიტიკური პროცესი ჩვეულ რეჟიმში უნდა ჩადგეს

                                                                                                                              - განაცხადა "გირჩის" ლიდერმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას კორონავირუსით მანიპულირების შესაძლებლობა აღარ უნდა მივცეთ. ასევე, ოპოზიციამაც უნდა შეწყვიტოს  "კორონაზე" აპელირება, რათა პოლიტიკური პროცესი გაგრძელდეს. იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობა დასრულდეს და 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდეს, აუცილებელია, ოპოზიციამ პროტესტი ქუჩაში გამოხატოს და არა სახლიდან ჩართვებით.

                                                                                                                                  ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები