სიახლეები

385 Views
გირჩი პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ქალების შეურაცხყოფაა მათი კვოტირებით, და არა დამსახურებით, პარლამენტში მოხვედრა

"პოლიტიკური აგორას" ეთერში იაგო ხვიჩია გამოეხმაურა კანონპროექტს, რომელიც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ჯგუფმა შეიმუშავა. კანონპროექტი გულისხმობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანას, რომლებიც პარტიებს ავალდებულებს, საპარლამენტო სიის ყოველ მეოთხე, ხოლო შემდეგ არჩევნებზე - ყოველ მესამე, წევრად ქალის კანდიდატურა წამოაყენონ. 

ხვიჩია ამბობს, რომ ხელისუფლების ამ ინიციატივას არასამთავრობო ორგაანიზაციების უმეტესობა უჭერს მხარს, ოპოზიცია კი - არასათანადოდ აკრიტიკებს. მას მიაჩნია, რომ ეს ქალების შეურაცხყოფაა, რადგანაც ისინი პარლამენტში კვოტირების წესის, და არა დამსახურების, მიხედვით მოხვდებიან.

პოლიტიკოსი ამ საკითხთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭრის პროექტის დირექტორის, ვახუშტი მენაბდეს, განცხადებასაც გამოეხმაურა. მენაბდემ განცხადებაში აღნიშნა, რომ სხვადასხვა პარტიები ქალებს წინასაარჩევნოდ იყენებენ, შემდეგ კი პარტიულ სიაში არ სვამენ. "გირჩის" წევრს მიაჩნია, რომ, ვახუშტი მენაბდეს აზრით, ქართულ პოლიტიკაში ქალთა ტრეფიკინგი არსებობს.

იგივე აზრს რომ გავყვეთ, გამოდის, რომ თუ მამაკაცი პოლიტიკოსები ქალებს ჩაგვრავენ, პარლამენტში მოხვედრილი ქალიც ვერ იქნება დამოუკიდებელი.

                                                                                                               - მიიჩნევს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი.

მისივე თქმით, არსებობს პროფესიები, რომლებიც განსხვავებული მოთხოვნილებების გამო კაცებს მეტად აინტერესებთ, ქალებს კი - ნაკლებად. ნათელია, რომ საქართველოში პოლიტიკით დაინტერესებული ქალების ნაკლებობაა.  ხვიჩია თვლის, რომ თუ ამ პრინციპს გავყვებით, მაშინ შეიარაღებული ძალების მეოთხედსაც ქალები უნდა შეადგენდნენ. მისი აზრით, ეს პროცესი ბუნებრივად, და არა კვოტირების სისტემის გამოყენებით, უნდა მიმდინარეობდეს, ხელისუფლებას კი ამის გაგება არ სურს და ნებისმიერ განსხვავებულ აზრს ქალების წინააღმდეგ ბრძოლად აღიქვამს.

ხვიჩია თვლის, რომ მთავრობის ეს მოთხოვნა "გირჩმა" არ უნდა შეასრულოს. ამის მიზეზად ის პარტიული სიის ფორმირების "გირჩისეულ" მიდგომას ასახელებს, რომლის მიხედვითაც პორტალზე დარეგისტრირებული და GED-ების მფლობელი ადამიანები საპარლამენტო სიას თავად ადგენენ.

                                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები