სიახლეები

158 Views
გირჩი პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ამ ეტაპზე ქართული პოლიტიკა სრულად არაპროგნოზირებადია

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, "პოლიტიკური აგორას" ეთერში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.

მისი თქმით, კორონავირუსის ფონზე ქვეყანაში დღეს პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობს და მიაჩნია, რომ ამ პროცესების განახლება მარტივი არ იქნება. მისი აზრით, ამას ოპოზიციაშიც დასჭირდება დრო, ოპოზიციამ ხელისუფბელბას ლეგიტიმაცია მისცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, პოლიტპატიმბრები არ გაუთავისუფლებიათ და ამ ფონზე უნდა დაიწყოს პოლიტიკური პროცესები.

იაგო ხვიჩია თვლის, რომ საპარლამენტო არჩევნების ოქტომბერში ჩატარებას რაიმე საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქართული პოლიტიკა არაპროგნოზირებადია.

                                                                                                                                  ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები