იაგო ხვიჩია: ამორალურია განცხადებები 8 მარტის შეთანხმების მეორე პუნქტის არარსებობაზე

"პოლიტიკური აგორას" ეთერში "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, ქართული პოლიტიკის კონსპირაციულობაზე და ხელისუფლების განცხადებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, პოლიტიკას კონსპირაციულობა შესაძლოა, ახასიათებდეს, თუმცა, როგორც წესი, ეს ყოველთვის ამორალურად ითვლება, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის მაგალითიც ადასტურებს, სადაც იმართება კულუარული დიალოგები, თუმცა, ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება, გასაჯაროვდეს.  

ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით "გირჩის" წევრმა აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევები ყოველთვის არსებობდა. მისი აზრით, დღეს პოლიტიკურ კულისებში მიმდინარე ამორალური პროცესები ტრანსფარანტულად არის წარმოდგენილი. ხვიჩია ამბობს, რომ არჩილ თალაკვაძის გამოსვლამდე პარტიაში მიმდინარე რეალური დისკუსიების შესახებ არავინ იცის.

განცხადებები შეთანხმების მეორე პუნქტის არარსებობაზე ამორალურია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ელჩებმაც ცალსახად განაცხადეს და მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ პოლიტპატიმრები შეთანხხმების ნაწილი ერთ-ერთი იყო.

                                                                                                                                      - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ოპოზიცია და ''ქართული ოცნება'' 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესზე შეთანხმდა და შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმა. შეთანხმების თანახმად მაჟორიტარი დეპუტატები 120/30 შერეული სისტემით და 1%-იანი ბარიერით აირჩევიან. ასევე, 40%-ზე ნაკლები ხმების მიმღები პარტია საპარლამენტო უმრავლესობის შექმნას ვერ შეძლებს. ამავე შეთანხმების მეორე ნაწილი კი პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულებას ითვალისწინებს. 

                                                                                                                             ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 



კომენტარები