სიახლეები

რატომ არ არის ლიბერტარიანიზმი მეინსტრიმი (მაგრამ უნდა იყოს)

განვიხილოთ ლიბერტარიანელი. იდეები და ფრაზები რომელიც ამაზე მოგდით გონებაში, არის : თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმი; მარიხუანას ლეგალიზაცია; „გადასახადები ძარცვაა;” აინ რენდი; ანარქისტული უტოპია და ა.შ. თუმცა ყველა დანარჩენს შორის, ერთი მახასიათებელი გამოირჩევა: თავგამოდებული უნდობლობა ხელისუფლების მიმართ.

ეს ლიბერტარიანელი არის ადამიანი, რომელიც გაგიჭირდებათ სერიოზულად მიიღოთ, რადგან ის, როგორც ჩანს, თითქმის ყველა შექმნილ პრობლემაში მთავრობას ადანაშაულებს და აშკარად ბრმაა მთელი რიგი სახელმწიფო პროგრამების დამსახურებების მიმართ.
ვგულისხმობ,რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც სურს საჯარო სკოლების გაუქმება, რაც ბევრისთვის არასერიოზულია.

თუმცა, მოდი, ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ. რატომ ხდება, რომ  სწორედ ლიბერტარიანელები არიან ხოლმე, ხშირად, უარყოფილნი პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარისგან?

მარცხენა და მარჯვენა

მარჯვენა ფრთა ხედავს სახელმწიფოებრივი ძალის საჭიროებას წესრიგის შესანარჩუნებლად და კულტურის დასაცავად. მაგალითად, კონსერვატორები ხშირად მთავრობას სთხოვენ აკრძალოს ნარკოტიკების მოხმარება, აკონტროლოს იმიგრაცია და გააძლიეროს თავდაცვა. იმავდროულად, მარცხენა ფრთა სახელმწიფოებრივი ძალის საჭიროებას ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობის გამოსასწორებლად ხედავს. პროგრესისტები ხშირად სთხოვენ მთავრობას გადაანაწილოს ფული მდიდრიდან ღარიბზე, უზრუნველყოს საყოველთაო ჯანდაცვა და დაარეგულიროს კორპორაციების ძალაუფლება.

შეერთებულ შტატებში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები  პოლიტიკური ძალაუფლებისთვის ეჯიბრებიან ერთმანეთს და ბუნებრივად ისინი მტრებად იქცევიან. თუმცა ამ ორ მხარეს, რეალურად, საერთო უფრო ბევრი რამ აქვს. ორივე მხარეს სურს გააფართოვოს სამთავრობო უწყებათა გრძელი სია (მაგ., USDA, FBI, CIA, AMTRAK, CDC, TSA და ა.შ. და ა.შ.) ახალი პრობლემების გადასაჭრელად. არცერთი მხარე არ იქნება ბედნიერი, რომ გაწიროს რომელიმე სამთავრობო ორგანიზაცია, ან შეამციროს მთავრობის ხარჯები, ამჯობინებენ ინსტიტუტის "რეფორმას" ან ბიუჯეტის "გადანაწილებას".

დააკვირდით, რა საერთო აქვთ ამ მხარეებს, ლიბერტარიანიზმის განმსაზღვრელი მთავარი მახასიათებლის წინააღმდეგ, ისინი არ იზიარებენ სკეპტიციზმს, რომ მთავრობას აქვს უფლებამოსილება და კომპეტენცია გადაჭრას უკიდურესად რთული სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემათა ფართო სპექტრი.

ერეტიკოსების პარტია

ახლახანს ვეხმარებოდი მეგობარს მისი ახალი ლიბერტარიანული წიგნის გამოქვეყნებაში. ჩემი მეგობრის სახელია ჯეიმს ლ. პეინი, ხოლო მის წიგნს სახელწოდებაა „The Big Gorvernment, We love to Hate“. ამ წიგნში ჯიმი კარგად აყალიბებს, თუ რატომ არ არის ლიბერტარიანიზმი მეინსტრიმი.

ჯიმი ირწმუნება, რომ ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ „კულტურული პრეზუმფცია“, ხელისუფლებისადმი „ღრმა, ირაციონალური ლოიალობა“. ეს ერთგულება გამოიხატება, მაგალითად, ჟურნალისტების მისწრაფებაში, მოითხოვონ მთავრობის აქტიური ქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მუდმივად აკრიტიკებენ ყველა სამთავრობო პროგრამას მზის შუქზე. ეს კულტურული პრეზუმფცია ასევე ჩნდება, როდესაც პრეზიდენტები ამაყად აცხადებენ, რომ ეწინააღმდეგებიან ხარჯვას და ”დიდ მთავრობას”, ხოლო რეალურად ზრდიან ფედერალური ბიუჯეტის ზომასა და მასშტაბებს. ჩვენი კულტურის ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება აშკარაა კაპიტოლიუმის შენობისა და თეთრი სახლის დიდებულების შეხედვისას. ყოველივე ამის შემდეგ, რისთვის უნდა გამოვიყენოთ ტაძრებისა და კათედრალების დიდებული არქიტექტურა, თუ არა თაყვანისცემისთვის?

ჯიმი ჩვენს მთავრობისადმი დამოკიდებულებას ”კომპეტენტური ხელისუფლების პრეზუმფციას” უწოდებს - ეს არის ვარაუდი, რომ ”მთავრობა ბუნებრივად არის საზოგადოების პრობლემების მართებულად გადაჭრის სააგენტო”. ჩემთვის აშკარაა, რომ ლიბერტარიანიზმი მეინსტრიმი არ არის, რადგან იგი ამ კომპეტენტური ორგანოს შესახებ ვარაუდს ეჭვქვეშ აყენებს.

მაშასადამე, ლიბერტარიანელები ეჭვქვეშ აყენებენ მთავრობის უფლებამოსილებას, ეფექტურობას და თვალსაჩინოებას და ეს მათ იდეებს არაპოპულარულს ხდის. ეთანხმებით თუ არა იმას, რომ კომპეტენტური ორგანოს პრეზუმფცია გონივრული ვარაუდია, ამის მიუხედავად კითხვები მაინც უნდა გქონდეთ.

არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მთავრობის ძალაუფლებისადმი ზოგადი სკეპტიციზმი ანარქიას და ქაოსს გამოიწვევს. სინამდვილეში, ჩვენ შეგვიძლია უფრო გონივრული გადაწყვეტილებების მიღება, ლიბერტარიანული კითხვების დასმით, რომლებიც არავის სურს დასვას:

რა იცავს ამ სამთავრობო პროგრამებს კორუფციისგან?

რა არის გაუთვალისწინებელი შედეგები (Unintended Consequences)?

გვაქვს თუ არა უფლება, სხვებიც ვაიძულოთ დაემორჩილონ ამ წესს?

თუ ამ კითხვებს სერიოზულად დავსვამთ, შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ჩავარდნილი ან უვარგისი სამთავრობო პროგრამები. პრეტენზიების ნაცვლად, ჩვენ რეალურად შეგვიძლია გვქონდეს ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომლითაც ვიამაყებთ.  მოდით, გავხადოთ ლიბერტარიანიზმი მეინსტრიმი.

ავტორი: Henry Gardella

თარგმანი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები