იაგო ხვიჩია: მთავრობის სტრატეგიაა მოსახლეობა გააღარიბოს, რათა შემდეგ მოისყიდოს

"ტვ კავკასიის" ეთერში, "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, კორონავირუსზე და პარტიის მიერ ჩატარებულ აქცია-სეირნობაზე დაკავებულებზე და ისაუბრა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლის მოტივით, თავიდანვე სიგიჟეები აკეთა.მაგალითად, როდესაც იტალიიდან ჩამოსული ადამიანები სასტუმროში გამოამწყვდია.მისივე თქმით, არ არის აუცილებელი სასტუმროს გისოსები ჰქონდეს, რომ მას ციხე ერქვას.

თუ 8 საათზე გადაადგილება შეზღუდული არ არის  9-ზე რა იცვლება?რა განსხვავებაა მაღაზიაში სურსათს იყიდი თუ ტანსაცმელს?70 წლის ადამიანს, რატომ ეზღუდება გადაადგილების უფლება, ხოლო 69 წლის პირს შეუძლია?რა მოხდა ამ ორ თვეში ისეთი რაც აქამდე არ ხდებოდა?

                                                                                                               -აცხადებს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი.

მისივე თქმით, საზოგადოებაში მთავრობა და მედია რომ არ ყოფილიყო, ვერ ვიგრძნობდით რომ რაიმე განსხვავებული ხდება. ამ შემთხვევაში ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოდება კითხვას დასვამდა,  81 წლის ქალი, რომელიც 15 კილოს იწონიდა, სხვა რამემ ხომ არ მოკლა.

პოლიტიკოსის თქმით, ობიექტური რეალობაა  რომ ყველაფერში  რაც მოხდა, მთავრობას საზოგადოების ლეგიტიმაცია ჰქონდა."ჩვენ ბიძინას უფლება მივეცით, ინდოეთის ხელისუფლების მსგავსად მოგვქცეოდა." "გირჩის" წევრი მიიჩნევს, რომ ეკონომიკა ისედაც ძალიან ცუდ დღეშია, ამიტომ მისის გახსნა 20დღით ადრე თუ გვიან მოხდება ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ხვიჩია ამბობს, საქართველოში ყოველწლიურად გრიპისგან საშუალოდ, 300-400 ადამიანი  იღუპება. საზოგადოებას სიტუაციისთვის თავიდანვე, რომ ლოგიკის და მედიცინის საფუძველზე შეეხედა, ეკონომიკა პანიკურად არ გაჩერდებოდა..მისივე თქმით, "მთავრობა ეკონომიკის გახსნას იმიტომ არ ჩქარობს, რომ მათ ეს სიტუაცია აწყობთ.მათი სტრატეგიაა მოსახლეობა გააღარიბონ,  შემდეგ კი მოისყიდონ."

მორალურად ძალიან რთულია ხელისუფლება შეაჯანჯღარო, რომელსაც ლეგიტიმაცია თავად მიეცი,ამიტომ საჭიროა გირჩი იყოს პარლამენტში, რათა თვისუფლების ხმა ისმოდეს. 

                                                                                                                                          -მიიჩნევს პოლიტიკოსი.

მისი თქმით, "გირჩის" აქცია-სეირნობაზე დაკავებულების სასამართლოზე, მას სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ ჰქონია.რადგანაც მას ზოგადად სასამართლოს რწმენა არ აქვს, ამიტომაც მისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

ხვიჩია ამბობს, რომ ეს ადამიანები ეს ადამიანები პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის დასაჯეს.რეალურად  იპოდრომზე პოლიცია დასაჯარიმებლად მივიდა.კარიმის გამოწერა კი, დაჭერას არ ითვალისწინებს.შესაბამისად მისთვის გაუგებარია საერთოდ რატომ გახდა საჭირო მათი განყოფილებაში გადაყვანა, როდესაც ჯარიმა უკვე გამოწერილი იყო.  "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი დიდ უსამართლობად მიიჩნევს, ხელისუფლების ქმედებების გამო, უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანებისთვის 3000 ლარიანი ჯარიმის გამოწერას.

სასამართლომ ეს ყველაფერი კარგად იცოდა, რადგანაც მათ ვიდეო მტკიცებულება ნახეს, თუმცა გადაწყვიტეს პოლიციელების ჩვენებებზე დაყრდნობით სასჯელი განესაზღვრათ.

                                                                                                                                        -განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით, "გირჩის" მიერ 23 აპრილს ჩატარებულ აქცია-სეირნობაზე, 40-მდე ადამიანი 3000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო 3 პირი დააკავეს.მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე და 166-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც  წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.7 მაისს მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა საქმეზე განაჩენი გამოიტანა, ბრალდებულებს 1000-1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.

                                                                                                                                  ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები