სიახლეები

ზურა იაშვილი: ქვეყანა აქტიურ პოლიტიკურ პროცესებს უნდა დაუბრუნდეს

"პოლიტიკური აგორის" ეთერში, ბარ "პარლამენტის" ერთ-ერთმა დამფუძვნებელმა ზურა იაშვილმა პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საზოგადოება ამ ეტაპზე მეტნაკლებად ფხიზლდება, რადგანაც ისინი რეალური პრობლემების წინაშე დადგნენ.ის ამბობს, იმის გამო, რომ პროტესტი აკრძალულია, ადამიანებს თავიანთი უკმაყოფილების გამოხატვა მხოლოდ სოციალურ ქსელებში შეუძლიათ.  "ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ  ექიმებმა გვითხრეს როგორც აქამდე ვხოვრობდით, ისე ვეღარ ვიცხოვრებდით."

იაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მზრუნველი ივანიშვილის ტენდენცია არსებობს, რაც ძალიან ცუდია.ამ პერიოდში კი, ოპოზიციის ქმედებები მისთვის სრულიად გაუგებარია.ის ამბობს, რომ ოპოზიცია ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს უნდა დაუბრუნდეს და მოქმედება დაიწყოს.

ბარ "პარლამენტის" ერთ-ერთმა დამფუძვნებელამ პოლიტპატიმრების თემაზეც იაუბრა.მისი აზრით, თავის დროზე ამ მოლაპარაკებებში ხელოვნური სუნთქვის მაგივრობა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, განსაკუთრებით კი ამერიკის საელჩომ გაწია.ხელისუფლებას სურს სიტუაცია არიოს, შეთანხმება არ შეასრულოს და შემდეგ ეს ვირუსს დააბარალოს. 

ხელისუფლებისთვის სხვადასხვა საკიხებით მინიშნება ხდება, რომ ამ შეთანხმების ყველა პუნქტი უნდა შესრულდეს."ქართული ოცნება" ამ თემით ჩიხში შევა და დიდი ალბათობით, არჩევნებში მარცხისთვისაა განწირული.

                                                                                                                                                 -მიიჩნევს იაშვილი.

მან ასევე ბოტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ციფრულმა რევოლუციამ ამას მნიშვნელოვანი ნიადაგი შეუქმნა. ფეისბუქმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, ყალბი ანგარიშების გამოყენების დადასტურების შემდეგ პოლიტიკა შეცვალა და მსგავსი ექაუნთების წაშლა დაიწყო.

                                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები