სიახლეები

სერგი გიგანი: გახარიას გამოსვლას არანაირი შინაარსი არ ჰქონდა, ეს მხოლოდ თარიღებია და მეტი არაფერი

ბარ "პარლამენტის" ერთ-ერთმა დამფუძვნებელმა სერგი გიგანმა, "პოლიტიკურ აგორაში" ქვეყანაში მიიმდინარე პროცესებზე და ბარის შექმნის იდეაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბარ "პარლამენტის" იდეა მდგომარეობს იმაში, რომ განსხვავებული ხედვის მქონე ადამიანები ერთმანეთს შეხვდნენ და  სხვადასხვა საკითხებზე იდებატონ.ასევე სურვილი იყო ამ გზით, ახალი პოლიტიკური სახეების ხელშეწყობა.

რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გიგანი ამბობს, რომ ეკონომიკა დღეს უდიდეს ზარალს განიცდის.ის თვლის, რომ დაწესებულ შეზღუდვებს, არანაირი აზრი არ აქვს, პირიქით ეს ქმედებები ეკონომიკურ კრიზისს კიდევ უფრო მეტად აღვივებს.

გიგანი ასევე მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს მხოლოდ თარიღებია და მეტი არაფერი. "გახარიას გამოსვლას არანაირი შინაარსი არ ჰქონდა.მას არც ჩაკეტვის დროს და არც გახსნის დროს არ აუხსნია რა და რატომ ხდება"-ამბობს ბარ "პარლამენტის" ერთ-ერთი დამფუძვნებელი.

ოპოზიციის და ხელისუფლების შეთანხმებაზე გიგანი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" იმ ადამიანებს პოლიტპატიმრებად არ თვლის, შესაბამისად მათ განთავისუფლებასაც არ აპირებს. ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ვირუსის ფონზე ქულები დაიწერა და ეხლა მათ წინასაარჩევნოდ გამოიყენებს.

მისივე თქმით, ხელისუფლების ეს ქმედებები, ოპოზიციის სისუტითაა გამოწვეული, რადგანაც მათ კორონავირუსის დროს სისუსტე გამოამჟღავნეს. "რამოდენიმე პოლიტიკოსის გარდა ყველა წუწუნებს, იმის ნაცვლად, რომ საარჩევნო კამპანიისთვის მზადება დაიწყონ." გიგანი თვლის, რომ არჩევნები შეიძლება მაისისთვის გადაიოდოს, მაგრამ თუ  ოქტომბერში ჩატარდება, :ქართულ ოცნებას" მოგების დიდი შანსი აქვს, ამიტომ ოპოზიცია უნდა გააქტიურდეს.

                                                                                                                                  ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები