სიახლეები

კონსტანტინე მოსიძე: ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში, კორონავირუსზე მეტად მთავრობამ შექმნა

"პოლიტიკური აგორის" ეთერში, ეკონომისტმა კონსტანტინე მოსიძემ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეკონომიკური კრიზისი ქვეყანას უკვე დაეტყო. ის ადამიანები, ვისაც  თვიდან-თვემდე თავი ძვლივს გაჰქონდა, დღეს კტირიკულ მდგომარეობაში არიან.ამიტომ, საჭიროა ეკონომიკა, რაც შეიძლება მალე გაიხსნას.

მოსიძე ამბობს, რომ ანტიკრიზისული გეგმის ეფექტურობის არ სჯერა. რადგანაც ეკონომიკური კოლაფსი ქვეყანაში, კორონავირუსზე მეტად თავად მთავრობამ შექმნა.

მე არ მაქვს მოლოდინი, რომ შემოსავლების სამსახურიდან დამირეკავენ.ეს ისეთი დახმარებაა, რომელსაც თავიანთ ხალხში გადაანაწილებენ, რათა არჩევნებისთვის ხმები დააგროვონ.

                                                                                                                                           -მიიჩნევს ეკონომისტი.

რაც შეეხება კორონავირუსთან ბრძოლის მიდგომებს, მას შვედეთის მოდელი ყველაზე მეტად მოსწონს.მოსიძე ამბობს, რომ ჩვეულებრივი ცირკია, საქართველოს მთავრობის ქმედებები, რადგანაც ქუჩების მორეცხვას და ბლოკპოსტებს, ვირუსთან არანაირი კავშირში არ აქვს.

ეკონომისტი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, საზოგადოების დაკვეთა იყო და ეს მთავრობასაც აწყობდა.მისივე თქმით, ოპოზიციამაც სწორდედ იგივე მიზეზით, მხარი დაუჭირა მის შემოღებას.

შემდეგ შეხედეს რომ საზოგადოების დაკვეთა შეიცვალა, ამიტომ ოპოზიციამაც რიტორიკა შეცვალა."გირჩი" ერთადერთი პარტია აღმოჩნდა, ვინც თავიდანვე  საღად აზროვნებდა.

                                                                                                                                               .-განაცხადა მოსიძემ.

მისივე თქმით, თუ მრუდს ძალიან დააპრტყელებ, ეს შეიძლება სადმე ამოგიხტეს.ანუ მომავალში არსებობს რისკი იმისა, რომ უცებ მოხდეს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა. ამიტომ ეკონომისტი მომხრეა, გარკვეული რეგულაციების დატოვების, რათა ქვეყნის დაშლილი სამედიცინო სისტემის კოლაფსი არ მოხდეს.

                                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები