მიშა მშვილდაძე:საზოგადოების საღი აზრი ხელისუფლებას, სიგიჟეების ჩადენის საშუალებას არ მისცემს

"პოლიტიკური აგორის" ეთერში, მიშა მშვილდაძემ კორონავირუსზე და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ის პანიკა რაც, პანდემისს დასაწყისში  სუფევდა  გაურკვევლობის შედეგი იყო.ის თვლის, რომ.ქვეყანაში პიკის არ დამდგომის მიზეზიც სწორედ ეს იყო.ის მთავრობის ქმედებებს დროულს, რიგ შემთხვევებში კი დაგვიანებულსაც უწოდებს."იმ ქვეყნებში სადაც,  ცხოვრების სტილის შეცვლა არ უნდოდათ, მათ ძალიან მძიმე შედეგი მიიღეს"-ამბობს მშვილდაძე.

მისივე თქმით, საზოგადოება უკვე დაავადების შიშს მიეჩვია.იგი მიიჩნევს, რომ დღეს ადამიანებს აღელვებთ,რომ  ხელისუფლებამ სიტუაციით ბოროტად არ ისარგებლოს.რაც მათ უკვე გააკეთეს, როდესაც შექმნილი მდგომარეობის სათავისოდ გამოყენება დაიწყეს.

თუნდაც "გირჩის" სეირნობაზე რაც მოხდა, იმ  ქმედებებით ხელისუფლებამ,  ძალის დემონსტრირება მოახდინა.

                                                                                                                                        -მიიჩნევს ტელეწამყვანი.

მშვილდაძე ამბობს, რომ როდესაც საზოგადოების  ქმედებების მოტივატორი პანდემიის შიში აღარ იქნება, ადამიანები მსგავს  საკითხებზე ყურადღებას უფრო მეტად გაამახვილებენ."სწორედ საზოგადოების საღი აზრი ხელისუფლებას, სიგიჟეების ჩადენის საშუალებას არ მისცემს,მითუმეტეს მაშინ, როდესაც წინ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები გველის"-ამბობს ტელეწამყვანი.მისივე თქმით, ხელისუფლებამ 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხი უნდა აგოს.

"გირჩი ტივის" ეთერში მან ასევე "საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზეც" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის დემოკრატიისთვის მარეგულირებელი ძალიან ცუდ როლს ასრულებს.

მარეგულირებელი დღეს ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, თავისუფალი სიტყვის ჩახშობის. ამ უსამართლობას ერთად უნდა ვებრძოლოთ.

                                                                                                                                -განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

                                                                                                                                  ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები