სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: სამართლიანი სასამართლო პროცესის იმედი არ მაქვს

 "ტვ ფორმულასთან" ინტერვიუში ზურაბ ჯაფარიძემ, "გირჩის" მიერ ჩატარებულ აქცია-სეირნობაზე დაკავებული 2 პირის სასამართათლო პროცესზე ისაუბრა, რომელიც დღეს 12 საათზეა ჩანიშნული.

პოლიტიკოსს სამართლიანი სასამართლო პროცესის  მოლოდინი არ აქვს.მისი აზრით, პროცესზე მბრალდებელი მხარე მტკიცებულებებს ვერ წარადგენს, ამიტომაც პოლიციელებს მოუწევთ ცრუ ჩვენებების მიცემა.

მოსამართლეც დიდი ალბათობით გაიზიარებს მათ ჩვენებებს და სავარაუდოდ ამ ადამიანებს დააჯარიმებენ.

                                                                                                                                           -განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით, "გირჩის" მიერ 23 აპრილს ჩატარებულ აქცია-სეირნობაზე, 40-მდე ადამიანი 3000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო 3 პირი დააკავეს.მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე და 166-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც  წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.საქალაქო სასამართლოს, მოსამართლე ნათია მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, პროცესი 4 მაისამდე გადაიდო.

                                                                                                                                ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები