ზვიად ხორგუაშვილი: ხელისუფლების მთავარი მიზანი, ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით, უნდა ყოფილიყო

"პოლიტიკური აგორის" ეთერში, ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა ხელისუფლების მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანი, ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით, უნდა ყოფილიყო.ცენტრალური ბიუჯეტი14 მილიარდის ფარგლებშია, დიდ შედეგს გამოიღებდა, მისი 10%-ით შემცირება.მხოლოდ თითოეული სამინისტროსთვის ხარჯების შემცირება, ბიუჯეტში დაახლოებით 1,4 მილიარდ ლარს დატოვებს.

 ეკონომისტი თვლის, რომ სტარტაპების დაფინანსება შესამცირებელია, თუმცა ამაზე დიდი თანხები არ იხარჯება.რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელზეც 3 მილიარდი ლარია გამოყოფილი, მისი აზრით, ამ პროექტების შემცირება მიზნობრივი იქნებოდა.რადგანაც ქვეყანას ამხელა ინფრასტრუქტურული ხარჯი არ სჭირდება.

ასევე საპენსიო ფონდი, რომელზეც  200 მილიონი ლარია გამოყოფილი, შეიძლება შეჩერდეს და ის ფული ადამიანებს დაუბრუნდეს.

                                                                                                                                       -მიიჩნევს ხორგუაშვილი.

მისივე თქმით, 95 მილიონი ერთიან აგროპროექტზე იხარჯება.ამ პროექტების ტენდენცია კლებადია, ბოლო წლების განმავლობაში კი საერთოდაც მინუსშია.ფერმერთა 95% -ს არ მისდის ის დახმარება რაც იხარჯება ამ სექტორში.ეკონომისტი უფრო მართებულად მიიჩნევს, ამ ადამიანებისთვის პირდაპირ ფულის მიცემას.

მთავრობას უღირს ამ ფულის ჩადება, რადგანაც მოსახლეობის მხრიდან ნეგატიური განწყობის ეშინიათ.ამ ქმედებებით კი  რეიტინგს არ დაკარგავენ.რელურად კი წლების განმავლობაში სწორედ აგროპროექტები, მსხვილი კორუფციის წყარო იყო.

                                                                                                                                          -აცხადებს ეკონომისტი.

"რიგ პროდუქტებზე ფასების შენარჩუნება,  უფრო დიდ მოთხოვნას და საბოლოოდ  დეფიციტს გამოიწვევს"-ამბობს ხორგუაშვილი.

ეკონომისტმა ასევე მსოფლიო ტენდენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  თითოეული ქვეყნისთვის ეს დიდი ზიანის მომტანი იქნება და ეკონომიკური კრიზისი ყველას ელოდება."ზოგი ქვეყანა ნაკლებად, ზოგი კი მეტად დაზარალდება"-ამბობს ხურგუაშვილი.

ჩინეთი მეტად დაზარალდება, იმიტომ რომ ცუდად მოიქცა.ევროპის ქვეყნების რიგ ნაწილს კი, კრიზისი ნაკლებად შეეეხება, იმიტომ რომ მათ უკვე დაიწყეს ეკონომიკის გახსნა და შეზღუდვების მოხსნა.

                                                                                                                                          -ამბობს ხურგუაშვილი.

ის  ევროპული ეკონომიკური კურსის მკვეთრ შემობრუნებას, არ პრგონოზირებს."ევროკავშირის იდეაფიქსია მაქსიმალურად თანასწორი გარემოს შექმნა.ერთადერთი  "ბრექსიტის" მსგავსი სახეცვლილება, შეიძლება მოხდეს"-განაცხადა "გირჩი ტივის" ეთერში ეკონომისტმა.

                                                                                                                                 ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები