ვახო მეგრელიშვილი: ვინც დღეს ვერ ხვდება რას ვაპროტესტებთ, ისინიც მიხვდებიან რომ მართლები ვიყავით, როდესაც შიმშილის პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან

"თავისუფალი ბაზრის" ეთერში, "გირჩის" წევრმა ვახო მეგრელიშვილმა, იპოდრომზე გამართულ აქცია-სეირნობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აქცია-სეირნობა რეკომენდაციების და დისტანციის სრული დაცვით ჩატარდა.თუმცა მოლოდინი უმეტესობას ჰქონდა რომ მსგავსი რამ მოხდებოდა, რადგანაც სისტემას, რომელიც დღეს გამეფებულია ჩვენ არ ვენდობით.

პოლიცია დავაალებას იღებს, რომელსაც ისინი ბრმად ასრულებენ და მედლის მეორე მხარეს ვერ ხედავენ.მათ რომ სამართლიანობის განცდა ჰქონდეთ, 20 ივნისის სისხლიანი ღამე არ იქნებოდა.

                                                                                                                                        -ამბობს მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, ხელისუფლება დღეს "გირჩის" თანამოაზრეებს ისე უყურებს, როგორც ძალას რომელსაც ისინი მარტივად გაუმკლავდებიან."იმ დღეს 50 ადამიანის მაგივრად,  500კაცი რომ ყოფილიყო, მათ გაუჭირდებოდათ იგივე ქმედებების ჩადენა"-მიიჩნევს "გირჩის" წევრი.მისი აზრით, სამოქალაქო სოლიდარობა რომ არსებობდეს, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას, იმ დღეს თუნდაც ახლოს მცხოვრები მოსახლეობა გააპროტესტებდა.

ვინც პროტესტის გამოხატვა გაბედა, ყველა 3000 ლარით დაჯარიმდა.ეს რომ ამერიკაში მომხდარიყო შეგვეძლო ამ ქმედებების წინააღმდეგ სარჩელი შეგვეტანა და  სამართლიანი გამოძიების შემდეგ, დიდი ალბათობით კომპენსაციასაც მივიღებდით.

                                                                                                                                   -აცხადებს "გირჩის" წევრი.

ხელისუფლება თავისი ქმედებებით ძალაუფლების დემონსტრირებას აკეთებს.საზოგადოების შიშის ფონზე, მათ ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებს მიბაძეს და მსჯელობის გარეშე მთელი ქვეყანა სახლში გამოკეტეს."ჩვენ სიგიჟის პიკზე ავედით მაშინ, როდესაც მთელი ქვეყნის მოსახლეობა ფაქტობრივ ციხეში გამოვკეტეთ.თუ ჯანმრთელი ადამიანები სამუშაოდ არ წავლენ და გაჭირვებულებს არ დაეხმარებიან,  საბოლოოდ ყველა შიმშილით დაიღუპება"-ამბობს "გირჩის" წევრი.

 ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მომავლის პროგნოზირება შეუძლებელია.ის ადამიანებიც ვინც დღეს ვერ ხვდება რას ვაპროტესტებთ, ისინიც მიხვდებიან რომ მართლები ვიყავით, როდესაც შიმშილის პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან.

                                                                                  -განაცხადა "გირჩი ტივის" ეთერში, ვახო მეგრელიშვილმა.

                                                                                                                                ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები