სიახლეები

დასრულდეს საგანგებო მდგომარეობა! Check-in აქცია #2

დღეს 17:00 საათზე, facebook-ზე საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორის, ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ ორგანიზებული Check-in ივენთი გაიმართება, რომელიც ერთდროულად მთავრობასა და ოპოზიციას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.

"იმის ნაცვლად, რომ დასრულებულიყო საგანგებო მდგომარეობა და ადამიანებს, რომლებსაც არანაირი შემოსავლის წყარო არ გააჩნიათ, მუშაობის შესაძლებლობა გასჩენოდათ, მთავრობამ კიდევ ერთი თვით დაიტოვა შეუზღუდავი ძალაუფლება. 
მას-მედია ჯერ კიდევ დუმს და ჟურნალისტების ყურადღება კორონავირუსზეა ფოკუსირებული, მაშინ როცა ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიისწრაფის. 
პოლიტიკოსების უმრავლესობა კი ელოდება „მომენტს“ და „გეგმას“, მათ კვლავ არც კი უნდათ დაშვებული შეცდომების აღიარება და აქტიური პოლიტიკით დაკავება.
ამ ვითარებაში გირჩის პოლიტიკოსებმა და მხარდამჭერებმა, პირველებმა გაბედეს და ხმამაღლა გააპროტესტეს უსამართლობა, სიღარიბის ზრდა და ძალაუფლების კონცენტრაცია. შედეგად კი მივიღეთ 14 უსამართლოდ გამოწერილი ჯარიმა და სწრაფ-სწრაფად მიღებული არაკონსტიტუციური და ამორალური დამატებითი სანქციები.
ამიტომ გთხოვთ, თამარი, მაგდას, ირაკლის და კიდევ 11 გამბედავი ადამიანის, რომლებიც თავისი და ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვიან, სოლიდარობის აქცია მოვაწყოთ. თუ ჩვენ არ გვყოფნის გამბედაობა, მათ მაინც დავუჭიროთ მხარი.
როგორ ტარდება Check-in აქცია, თქვენ უკვე იცით. 
ამჯერად, ვირტუალურად ვიკრიბებით საპატრულო პოლიციის შენობასთან, რადგან პოლიციელების ხელებით და თანხმობით ხდება არასამართლიანი გადაწყვეტილებების რეალიზაცია. ვიკრიბებით 17.00-19.00, რადგან რიგი დამსაქმებელი უზღუდავდა თანამშრომლებს სამუშაო დროს ჩვენ აქციაში მონაწილეობას. არ დაგავიწყდეთ ჩვენი ხეშთეგი #არაუკონტროლომმართველობას და კარგი იქნება, თუ ვიდეოს დაურთავთ თან ან პოსტს, სადაც თქვენ პოზიციას უფრო ვრცლად დააფიქსირებთ.
შეხვედრამდე და გისურვებთ მეტ თავისუფლებას!"

- ვკითხულობთ facebook-ზე გავრცელებული ივენთის აღწერაში.

გააპროტესტე მთავრობის უკონტროლო მმართველობა!

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები