სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: პროტესტი უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ დღეს თუ არ გავაპროტესტეთ ხვალ შეიძლება ამის უფლება საერთოდ ჩამოგვართვან

"გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, "ტვ ფორმულას" ეთერში, აქცია-სეირნობის დროს დაკავებული პირების საქმეზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს ცალსახად შერჩევითი სამართლის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იყო.პოლიტიკოსის აზრით, დღეს ყველანი პოლიციურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. მან დღეს მიღებულ საგანგებო მდგომარეობის განმეორებითი დარღვევის,  6 წლამდე პატიმრობით დასჯის გადაწყვეტილებას სიგიჟე უწოდა.

უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებას კი, სადაც მან ''გირჩის'' აქცია-სეირნობას დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედება, ხოლო პარტიას "ნაციონალური მოძრაობის" კლასტერი უწოდა, ასე გამოეხმაურა:

მე საერთოდ არ მაინტერესებს ჩემზე კომპარტიის ყოფილი ინსტრუქტორი რას განაცხადებს.მე მაწუხებს ის, რომ ხელისუფლება დღეს თავისი სრული ძალაუფლებით ტკბება

                                                                                                                                         -ამბობს ჯაფარიძე.

მისი თქმით, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემააა, ხელისუფლებამ რომ მსოფლიოში დამკვიდრებული პანიკა სათავისოდ გამოიყენა.საგანგებო მდგომარეობა ისე გამოაცხადეს, რომ არც-ერთი  რეალური მიზეზი არ დაუსახელებიათ."დაპანიკებულ მოსახლეობას დააჯერეს რომ ვირუსს სამაგალითოდ ებრძვიან, ბრიყვმა მოსახლეობამ კი ეს დაიჯერა.მათ კი, საკუთარი ჯიბეების გასქელებაზე ფიქრი დაიწყეს.იგივეს აგრძელებენ ახლაც და გააგრძელებენ მომავალშიც"-მიიჩნევს "გირჩის" ლიდერი.

ჯაფარიძე ამბობს, რომ  22 მაისის შემდეგაც არაფერი არ შეიცვლება, ვირუსი არ გაქრება და არც ვაქცინა იქნება შექმნილი.მას  არც პიკის მნიშვნელობა ესმის."ნიშნავს ეს ოფიციალური დაინფიცირებულების კლებას, სიკვდილიანობის კლებას თუ,  ოფიციალური მონაცემებით ახალი შემთხვევების შემცირების რაოდენობას?თუ კი ასეა, იმ მაჩვენებელზე დაბლა სადღა უნდა ჩამოვიდეთ რაც დღეს გვაქვს?''-განაცხადა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, მთავრობა უბრალოდ თვალებში ნაცარს გვაყრის თუ საზოგადოება დროულად არ გაიღვიძებს,ამას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება.ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილის ზღვარზე იქნება.ხელისუფლება კი თავისი ძალაუფლებით ტკბობას განაგრძობს.

''გირჩის" ლიდერი ასევე ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის დადებულ შეთანხმებას გამოეხმაურა და აღნიშნა, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ მთავრობამ მთელი პოლიტიკური პროცესი ჩაშალოს. მისი თქმით, ისინი როგორც ჩანს არც პოლიტპატიმრების განთავისუფლებას არ აპირებენ. "იმისთვის რომ ეს ყველაფერი არ მოხდეს, საჭიროა  რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიაზროს, რომ ხელისუფლების ქმედებები ვირუსთან ბრძოლასთან არანაირ კავშირში არ არის''-ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

ამიტომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ დღეს თუ არ გავაპროტესტეთ ხვალ შეიძლება ამის უფლება საერთოდ ჩამოგვართვან რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა  რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს, რომ ხელისუფლებამ ძალა  დაინახოს და გადაწყვეტილებები შეცვალოს.

                                                                                                                                               -მიიჩნევს ჯაფარიძე.

 

                                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები