სიახლეები

საქალაქო სასამართლოში გირჩის აქციაზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

"გირჩის'' მიერ ორგანიზებული აქცია-სეირნობის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი ამ წუთებში დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამაღთლოში, მოსამართლე  ნათია მერაბიშვილმა აქციაზე დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი დაიწყო.ამ ადამიანებს ბრალი წარდგენილი აქვთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე და 166-ე მუხლებით, რაც  წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

როგორც დაკავებულების ადვოკატმა, მარიამ მაძღარაშვილმა განაცხადა, დაკავებულებს პოლიციის მხრიდან ოფიციალური მიმართვა სეირნობის შეჩერებაზე არ მიუღიათ.

აქციის მონაწილეეების უმეტესობას, მათ შორის ''გირჩის'' ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს და ''Glovo'' კურიერს,   3000-3000 ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს.

"გირჩის" წევრები ამ ფაქტს სამართლებრივ აბსურდს უწოდებენ. ისინი ჯარიმიების  გადახდას არ აპირებენ. ასევე სამომავლოდ  საკონსტიტუციაო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.''3000 ლარიანი ჯარიმის დადგენის უფლება აქვს პარლამენტს და არა ვიღაცას დეკრეტით, იმიტომ გავასაჩივრებთ რომ დავანახოთ მოსახლეობას როგორ აბსურდში ვცხოვრობთ"-ამბობს "გირჩის'' ერთ-ერთი ლიდერი.

დღეს რაც ქვეყანაში ხდება არის სრული აბსურდი და ტირანია, ჩვენ ვირუსთან ბრძოლის იდეით სრული ძალაუფლება 'შსს'' და ხელისუფლებას გადავეცით. დღეს კი ყველამ კარგად ვნახეთ, მთავრობა ვირუსის ნაცვლად ვის ებრძვის

                                                           -განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ ''გირჩმა'' საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მოთხოვნით, დღეს დისტანციის სრული დაცვით, აქცია-სეირნობა ჩააატარა.

                                                                                                                              ავრორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები