სიახლეები

''გირჩის'' აქცია-სეირნობა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით, ამ წუთებში დაიწყო

ამ წუთებში ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მოთხოვნით ''გირჩის'' აქცია-სეირნობა დაიწყო, რომელიც კანონის ყველა წესით და დისტანციის სრული დაცვით მიმდინარეობს.

''გირჩის'' ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ''ტვ ფორმულასთან'' მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არავინ იცის 22 მაისის შემდეგ რას უნდა ელოდოს, რადგანაც ხელისუფლებას მოსახლეობისთვის არ აუხსნია ამ პერიოდში რა შეიცლება.

ვირუსი 22 მაისს არ გაქრება და ვერც ვაქცინას გამოიგონებენ ამ დროისთვის.ადამიანები სამსახურის გარეშე დარჩნენ და ისინი უკვე შიმშილის ზღვარზე არიან.ხელისუფლება კი შექმნილი კრიზისული სიტუაციის ფონზე ქულების დაწერას და სიტუაციის  სათავისოდ გამოყენებას ცდილობს.

                                                                                                                                         -განაცხადა ჯაფარიძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებიან საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლები, თუმცა ამ ეტაპზე მათ არანაირი კანონდარღვევა არ დაუფიქსირებიათ.

შეგახენებთ ''გირჩის'' მოთხოვნებს:


1. საგანგებო მდგომარეობის და საკომენდანტო საათის გაუქმება
2. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნა
3. ავტომობილში მგზავრების სხდომასა და რაოდენობაზე შეზღუდვების მოხსნა
4. შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეზღუდვების მოხსნა
5. საჯარო სივრცეში 3 ადამიანზე მეტის შეკრებაზე შეზღუდვის მოხსნა
6. სავაჭრო ობიექტებზე, მათ შორის აგრარულ ბაზრებზე, შეზღუდვების მოხსნა
7. ბიზნესზე შეზღუდვების მოხსნა
8. სავალუტო ჯიხურებზე შეზღუდვების მოხსნა
9. ასაკოვანი ადამიანებისთვის სახლიდან გასვლაზე შეზღუდვის მოხსნა
10. ყველა ბლოკ-პოსტის აღება და ყველა მუნიციპალიტეტის გახსნა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე
11. ყველა ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმება, რომელიც გამოიწერა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების გამო.

                                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები