სიახლეები

შიმშილობა ტესტირების მოთხოვნით - ჩანაწერები კარანტინიდან

შოთა გურეშიძის ჩანაწერები კარანტინიდან

 

ვეცდები, მოკლედ და თანმიმდევრულად მოვყვე ჩემს საკარანტინო გამოცდილებაზე საქართველოში. 14 აპრილს ჩამოვფრინდი ამსტერდამიდან ჩემს ძმასთან ერთად, აეროპორტზე აღარ მოვყვები (არც იქ არ იყო სასიამოვნო სიტუაცია, ისე დაგვხვდენ როგორც ავადმყოფ-კეთროვანებს) და გაგვანაწილეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში.

დილით გავიზომეთ სიცხე, ჩემზე 35,9, ჩემ ძმაზე კი 36.2 აჩვენა თერმომეტრმა(დღეში სამჯერ უნდა გაიზომო კარანტინის წესების თანახმად და კარებზე გამოკრულ ფურცელზე მიაწერო).

აგვიკრძალეს დერეფანში გასვლაც კი,(წინააღმდეგ შემთხვევაში 3000 ლარი ჯარიმა), არ აქვს აივნები, ფანჯრები კი მხოლოდ 10 სანტიმეტრით იღება.

როდესაც გავაცნობიერე, რომ ციხის მსგავს ნომერში ვიყავით (განვითარებულ ქვეყნებში უკეთესი ციხეებიც აქვთ) ჰაერზე გასვლის გარეშე (ფანჯიდან ხელს თუ გაყოფ მხოლოდ) დავრეკე მიმღებში საიდანაც გადამამისამართეს ექიმთან, რომელიც მათი თქმით აქ წყვეტდა ყველაფერს, ვთხოვე ტესტის გაკეთება და თუკი (სრულიად ჯანმრთელი ვარ) არ დადასტურდებოდა ვირუსი სახლში გამევლო თვითიზოლაცია, რადგანაც იყო პრეცედენტი როდესაც სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის შვილის გამო საფრანგეთიდან დაბრუნებულებს უფლება მისცეს სახლში გაევლოთ თვითიზოლაცია, მიპასუხა, რომ მას არ შეუძლია ტესტის გაკეთება თუმცა თუ სურვილი მქონდა შემეძლო კერძო ლაბორატორიაში გამეკეთებინა ტესტი, თუმცა თუნდაც უარყოფითი ყოფილიყო ტესტი (აქ საუბარია ძვირადღირებულ ლაბორატორიულ ტესტზე) სახლში მაინც არ გამიშვებდნენ რამაც გამოიწვია ჩვენი აღშფოთება უარი ვთქვით საკვების მიღებაზე (დააგვიანეს 9 - ის მაგივრად 11 მოიტანეს) და ვთხოვეთ ეცნობებინათ შესაბამისი უფლებამოსილების პირისთვის. მოვიდა ექთანი და მოგვიტანა ანკეტა შესავსებად, (თუმცა მსგავსი ანკეტა შევსებული მქონდა ხელმოწერის გარეშე) და განვუცხადე რომ ანკეტაზე ხელს არ მოვაწერდი (იქ არის პუნქტი სადაც წერია, რომ „მოქალაქე ვალდებულია კარანტინის მართვის პერიოდში, დაექვემდებაროს კლინიკის მითითებებს). ექთანმა ზრდილობიანად მამცნო, რომ თუ მინდოდა მეშიმშილა მისი მოვალეობა სიცხის გაზომვა იყო სხვა არ აინტერესებდა. ამის გამო გაბრაზდა ჩემი ძმა და ეს ანკეტა დააგდო კართან მდგომ პატარა სკამზე და განაცხადა, რომ არ დაემორჩილებოდა უსამათლო წესებს, რომ ქვეყანაში უნდა დასრულდეს შერჩევითი სამართალი და ივანიშვილის შვილობა არ უნდა ყოფილიყო ინდულგეცია. რის შემდეგ გამოიძახეს პატრული მათთანაც ანალოგიური საუბრის შემდეგ (თუმცა პატრულმა გვითხრა, რომ ფურცლები ჩემმა ძმამ შეაყარა სამედიცინო პერსონალს და ამ ტყუილის შემდეგ დავიწყე საუბრის ჩაწერა, რადგან კიდევ რამე არ დაებრალებინათ ჩვენთვის) პატრულთან უშედეგო საუბრის შემდეგ (ისინი მოითხოვდნენ სრულ მორჩილებას არც გაითვალისწინეს ჩვენი არგუმენტები) გვითხრეს რომ ეს ასე ხდება და თუკი არ დავემორჩილებოდით დაგვაჯარიმებდნენ და დაგვაპატიმრებდნენ, ისევ განვუცხადეთ რომ სანამ არ ჩაგვიტარებდნენ ტესტირებას ვაცხადებდით შიმშილობა (მთელი ეს საუბრები მიდის ოთახის კართან). დავბრუნდით უთახში და ჩემმა ძმამ გაღიზიანებულმა ასეთი მოპყრობით რამდენჯერმე შეიგინა გახარიას და მთავრობის მიმართ (ხმამაღლა დახურულ ოთახში სადაც ფანჯარა 10 სმ - ზე იღება მხოლოდ და მაქსიმუმ ხელი გაყო გარეთ). სასტუმროს ქვემოთ შესასვლელთან იყვნენ პოლიციელები, რომლებმაც დაიწყეს ვიდეოს გადაღება ამიტომ ჩემმა ძმამაც ამოიღო ტელეფონით გადაიღო ეს პროცესი. სადღაც 5-6 წუთში ოთახის კარზე გაისმა კანუნი, მოვამზადე ტელეფონი გადასაღებად, რაც არც ისე ადვილი აღმოჩნდა, ოთახში შემოვარდნილმა ოთხმა პოლიციელმა წამართვა ტელეფონი და დაგვადეს ხელბორკილები მე და ირაკლის. ეს ხდება დაახლოებით 12.30 სთ-ზე. მე დამაკავა კრ. პოლიციამ, ჩემი ძმა პატრულმა (როგორც გავიგე კრ. პოლიციას არ ქონდათ შემოსვლის უფლება და ახლაც აგრძელებენ მუშაობას, თუ საშიშები ვართ რატომ არ არიან ისინიც იზოლაციაში ისინი ხო ჩვენთან კონტაქტში იყვნენ) რადგან საპატრულო ეკიპაჟს შეტენეს ჩვენი დაჭერა. დაგვიწერეს 3000-3000 ლარი ჯარიმა (კარანტინის დარღვევისთვის). დაახლოებით 16:40 წუთზე შემიყვანეს სასამართლოში.

მოსამართლე იყო მანუჩარი (გვარი არ მახსოვს), პატრულის თანამშრომლები ითხოვდნენ პატიმრობას (უფროსის დავალებით, თავადაც გაუკვირდათ პატიმრობის მოთხოვნა),166 - ე მუხლი(წვრილმანი ხულიგნობა) და 173- ემუხლი(წინააღმდეგობის გაწევა) . პატრულ-ინსპექტორმა ლექსომ ბრალდებაში თქვა, რომ ჩვენ ვაგინეთ პოლიციას, ექიმებს და არ ვემორჩილებოდით კარანტინის წესებს რის გამოც დავჯარიმდით და დამატებით მოითხოვა პატიმრობა და ჯარიმა. მოსამართლე „მანუჩარს“ ვუთხარი, რომ ეს იყო ტყუილი, მოვუყევი სინამდვილეში რაც მოხდა და ვუთხარი, რომ პატრული იტყუებოდა, რის დასამტკიცებლადაც ვთხოვე ამოეღოთ ჩემი და პატრულის ვიდეოები, ხოლო, თუკი ერთ მათგანზე მაინც აღმოცნდებოდა ჩემი ლანძღვა-გინება პოლიციის და მედ-პერსონალის მიმართ თანახმა ვიყავი 1 წლით ჩავმჯდარიყავი ციხეში, მოსამართლემ მოითხოვა ვიდეო რომელზეც ჩაწერილი იქნებოდა თუ როგორ ვაგინებდით პოლიციელებს და ექიმებს, რაზეც დაბნეულმა ლექსომ უპასუხა რომ ასეთი რამ არ ჰქონდა (ვიღაცას აქვს და მოვიძიებთო) (ჩემი ვიდეოებით არ დაინტერესებულა), ამიტომ მანუჩარმა გამოიძახა მეორე ინსპექტორი ირაკლი(ყველაზე ნორმალური ადამიანი დღეს ვინც შემხვდა მათ შორის) და ჰკითხა თავად გაიგონა თუ არა გინება პოლიციელებისა და ექიმების მიმართ(უკვე ჩანაწერიც აღარ უნდოდა ოღონდ „კი“ ეთქვათ), მადლობა ირაკლის სიმართლისთვის, მან თქვა რომ არ გაუგია მსგავსი არაფერი თუმცა, ოთახიდან ისმოდა პრემიერ გახარიასი და მთავრობის გინება და ფანჯარაც ღია იყო ამ დროს(10 სმ-ით). მასამართლემ „განმიმარტა“, რომ პოლიციაც მთავრობაა და არ შეიძლება მთავრობის და პრემიერის გინება, რაზეც მოვახსენე, რომ მთავრობის მიმართ გინების გამო თავს არ ვგძნობდი დამნაშავედ(არადა დღეს ნაღდად არ შემიგინებია მთავრობისთვის) თუმცა წარსულში ბევრჯერ მომხდარა და მომავალშიც ბევრჯერ მომცემდა მთავრობა მათი ლანძღვის საშუალებას და 100% დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთხელ მაინც ექნებოდა შენაგინები მთავრობის მიმართ. მოკლედ 173 მუხლი მომიხსნა(არა გულკეთილობის არამედ ჩვენთვის, როგორც რისკ ჯგუფისთვის არ იყო სათანადო დაკავების იზოლატორი) , მთავრობის შეგინებისთვის 166 - ე მუხლის სრული სიმკაცრით, 1000 ლარი ჯარიმა დამიწერა. ანალოგიურად მოხდა ჩემი ძმის შემთხვევაშიც მასაც 1000 ლარი ჯარიმა გამოუწერეს.

სასამართლოს დასრულების შემდეგ წამოგვიყვანეს სასამართლოს ეზოში მოვიდა კიდევ ერთი პატრულის ფორმაში გამოწყობილი პიროვნება(სხვების დამოკიდებულებით მივხვდი რომ ის იყო უფროსი(სახეზე ვიცნობ)) და დაგვემუქრა კიდევ მცირე დარღვევა და აუცილებლად 3 წლით გაგვიშვებდა ციხეში. ამის შემდეგ ისევ დაგვაბრუნეს ჩვენს საკარანტინო ზონაში.

ვაგრძელებთ შიმშილობას (მოსამართლესაც ვუთხარი) და იგივე მოთხოვნით, დასრულდეს ჩვენი უსამართლო „პატიმრობა“, შეგვამოწმონ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მოგვცენ სახლში თვითიზოლაციაში გავატაროთ ეს 14 დღე. დანებებას არ ვაპირებთ.                                                               

კომენტარები