მეგრელიშვილი: შიშით მოცულმა საზოგადოებამ, იმ მთავრობას, რომელმაც ''გავრილოვის ღამე'' მოაწყო, სრული ძალაუფლება გადასცა

''გირჩი ტივის'' ეთერში, ვახო მეგრელიშვილმა, კორონავირუსზე ისაუბრა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ღარიბები ვართ, ნიშნავს იმას, რომ უფრო მალე დავიღუპებით, ვიდრე იმ განვითარებული ქვეყნების მაცხოვრებლები, რომლებსაც ვედრებით.

ჩვენ შევდივართ ძალიან საშიშ ფაზაში და რამენაირად უნდა ვეცადოთ, რომ  ეს კრიზისი რაც შეიძლება უმტკივნეულად გადავიტანოთ

                                                                                                                               -ამბობს ''გირჩის'' წევრი.

ამ ყველაფრის ფონზე კი, ყველაზე საშიშ გადაწყვეტილებად მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ შიშით მოცულმა საზოგადოებამ, იმ მთავრობას, რომელმაც ''გავრილოვის ღამე'' მოაწყო, სრული ძალაუფლება გადასცა. ხელისუფლებამ კი თავის მხრივ, სრული სიგიჟეების კეთება დაიწყო.''რეალურად მათ სიცოცხლე ვანდეთ, ისინი კი გვეუბნებიან, ცოლ-ქმარს უფლება არ აქვს, რომ  მანქანაში წინ ერთად იჯდნენ, ამაზე მეტი სიგიჟე რა გინდათ''-განაცხადა მეგრელიშვილმა.

''გირჩის'' წევრის აზრით, საქართველოს მოსახლეობის იმ სოციალურად დაბალ საფეხურზე მდგომ ფენას, რომელსაც არ აქვს ინტერნეტი და გარკვეულწილად იზოლირებულები არიან, რეალურად ვირუსზე არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. სოციალურად აქტიური და უზრუნველყოფილი შრე, ეგრედწოდებული ''ელიტა'' სრულიად უგუნურია.''მათ ფეისბუქზე ხშირად ვხედავთ თავიანთი უაზრო პოსტებით თუ კომენტარებით. რეალურად, ამ უგუნურების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათ არ იციან ქვედა შრეში რა ხდება.''ელიტას'' ეს კრიზისი არ შეხება, მაგრამ მოვა დრო, როდესაც შრეთა კლასიფიკაცია შეიცვლება''-ამბობს წამყვანი.

ჩემი აზრით, კორონავისურსის შემდეგ საქართველო და მსოფლიოს ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც აქამდე იყო.

                                                                                                                  -მიიჩნევს მეგრელიშვილი.

                                                                                                                       ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები