სიახლეები

ჯაფარიძე: ''გირჩის'' მიზანია საგანგებო მდგომარეობის პირობებით დაზარალებული ადამიანების დახმარება

''ტვ პირველის" ეთერში, გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე ისაუბრა.

მისი აზრით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ხელისუფლებამ აბსოლუტური ძალაუფლება მოიპოვა. რეალურად კი, ამის აუცილებლობა არ არსებობდა და მას ვირუსის შეკავებასთანაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

ადამიანების ქცევა შეიცვალა, მათი უმეტესობა პირბადით დადის, სადენზიფექციო ხსნარით ხელებს იმუშავებს, ეს თავდაცვაა. რაც შეეხება ბლოკპოსტებით ვირუსის შეკავებას, ეს სრული  სიგიჟეა, რადგან ფაქტია, რომ  ვირუსის შეკავება, ვერც ერთმა ქვეყანამ,ვერ მოახერხა

                                                                                                                          -აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ადამიანებმა გაიგეს, რომ ვირუსი საშიშია, მათი ქცევა ბუნებრივად შეიცვალა.''როდესაც ადამიანთა უმეტესობა იცავს დისტანციას (ერთეული შემთხვევების გარდა), გაუგებარია რატომ არ შეუძლიათ მათ, იგივე დისტანციის დაცვით იპოდრომზე სეირნობა. რაც შეეხება ავტომობილში წინ ჯდომის აკრძალვას, ეს იძულებითი ზომაა, ადამიანს უნდა აუხსნა და არა იძალადო''-ამბობს ჯაფარიძე.

აქ კი პირიქით ხდება, ადამიანებს 3000 ლარით აჯარიმებენ: იპოდრომზე სეირნობისთვის, ცოლ-ქმრის მანქანაში ერთად ჯდომისთვის, ტრაილერის მძღოლს კომენდანტის საათის დროს გადაადგილებისთვის, მაშინ როდესაც საერთაშორისო გადაზიდვა დაშვებულია, ეს სრული სიგიჟეა

                                                                                                                       -მიიჩნევს ''გირჩის'' ლიდერი.

პოლიტიკოსი ასევე აგრაგული ბაზრების და ''სუფთა სახლის''  დაკეტვას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამასაც რა თქმა უნდა არანაირი კავშირი არ ჰქონდა ვირუსის პრევენციასთან და ეს უბრალოდ სუპერმარკეტების ერთგვარი მონოპოლიის ხელშეწყობაა, რამაც დამატებით კიდევ უამრავი ადამიანი უმუშევარი დატოვა.

ქსელის უამრავ თანამშრომელს და საწყალ ფერმერებს, რომლებიც ამდენს შრომობენ, უკანასკნელ თეთრებს ვართმევთ იმისთვის, რომ გამდიდრდეს კონკრეტული კომპანია

                                                                                                                            -განაცხადა გირჩის ლიდერმა.

ჯაფარიძის განმარტებით, ''გირჩმა'' საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, სწორედ ასეთი ადამიანების დასაცავად შეიტანა.

მისი თქმით, ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვასაც, ვირუსის პრევენციის მიზნით, არანაირი აზრი არ ჰქონდა.''მაშინ იგივე პრინციპით, ყველა მუნიციპალიტეტი და პირველ რიგში თბილისი უნდა ჩაკეტილიყო. რასაც ხელისუფლება გვეუბნება, რომ თერმო სკრინინგი 400 ათასი ადამიანს ჩაუტარეს არარეალური და უმიზეზოა, მითუმეტეს როდესაც ყველამ ვიცით, რომ ამ ვირუსის საინკუბაციო პერიოდი, შეიძლება სამ კვირამდეც გაგრძელდეს''-მიიჩნევს ''გირჩის'' ლიდერი.ის თვლის რომ მთელი ეს ღონისძიებები, სხვა არაფერია, ხელისუფლების მიერ კარგად დაგეგმილი პიარის გარდა.

ტელევიზიით გაშუქებული მთელი ეს ისტორია, იმ ადამიანებისთვის ვინც კარგად არ არის გარკვეული ამ საკითხსში, მათზე მუშაობს იმიტომ რომ ხალხი შეშინებულია

                                                                                                                                    -აცხადებს ჯაფარიძე.

პოლიტიკოსის აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე რეალური პრობლემაა, თუ სწრაფი ტემპით დაინფიცირებულების ზრდა დაიწყება, ჯანდაცვის სისტემის პარალიზება არ მოხდეს.''ჩვენ არ ვიცით რა დონეზეა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა პიკისთვის მზად, იმიტომ რომ ჯერ ყველა ვთანხმდებით, რომ პრეკრიზისულ პერიოდში ვართ''-განაცხადა ''ტვ პირველის'' ეთერში, ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს ''გირჩი'' საკონსტიტუციო სასამართლოში,  მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული კარანტინის გამო გადაადგილების უფლების შეზუდვას,  სამზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა საჯარო სივრცეში, ერთ ავტომობილში სამზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვას და წინ, მძღოლის გვერდით ჯდომას და  ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას გაასაჩივრებს.

საგანგებო მდგომარეობის, კომენდანტის საათისა და საკარანტინო წესების დარღვევის გამო, 27 მარტიდან დღემდე 9 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა გამოიწერა. 
 

                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

კომენტარები