ჯაფარიძე: ადამიანები არ უნდა იყვნენ მთავრობის იმედზე

ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, ''გირჩის'' ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ''პოლიტიკური აგორის''  ეთერში ისაუბრა.

ის რაც დღეს ხდება ჩვეულებრივი საგიჟეთია , ხელისუფლებას ხალხის ტაში მოეწონა, რამაც მათ უფრო დიდი სიგიჟისაკენ უბიძგა

                                                                                                                                     -ამბობს ჯაფარიძე.

ის მიიჩნევს, რომ  სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები, დიდი ხანი ვერ გაძლებს. მას წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება უჭირს. "ფაქტია, რომ ქვეყანაში ფულის ნაკადები მნისვნელოვნად შემცირდება.ბიზნესმა კი, რომელიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობშია, რაიმე გამოსავალი უნდა იპოვოს.რადგანაც თუ მთავრობა, თავშეყრის  ადგილებზე, შეზღუდვებს მოხსნის, ხალხი რესტორნებსა და კლუბებში მაინც არ ივლის,იმიტომ რომ მათი ქცევა უკვე შეცვლილია''-თვლის გირჩის ლიდერი.

ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მედიკოსების პროგნოზით, ზაფხულში ვირუსის გავრცელების ტემპი მნიშვნელოვანდ იკლებს. ''მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შემოდგომაზე ისევ არ მოიმატებს''-ამბობს პოლიტიკოსი. იქედან გამომდინარე, რომ არავინ იცის, ქვეყანას  კიდევ რამდენი ხანი მოუწევს ამ მდგომარეობაში ყოფნა.''გირჩის'' ლიდერმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, მეგობარი ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნის აუცილებლობას. ბიუჯეტში არსებული ფულით კი, მისი აზრით, სწორი იქნება თუ ქვეყანა გაჭირვებულ მოსახლეობას დაეხმარება. 

''ჩემი აზრით, სწრაფი ტესტების არ შემოტანის მიზეზია, რომ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რიცხვი, ოფიციალურ მონაცემებზე მეტია'' - ამბობს ჯაფარიძე.მისივე აზრით, თვითონ ხელისუფლებაშია პანიკა, რადგანაც მათ იციან, რომ მაღალი მიმართვიანობისთვის მზად არ არიან.

აფთიაქში სპირტი და პირბადეები არ იშოვება.სწრაფ ტესტებს, რომლებსაც დაგვპირდნენ უვარგისი აღმოჩნდა.თუ სახელმწიფო ამისთვის არ აღმოჩნდა მზად, სხვა რაღაცეებისთვის არამგონია რომ მზად იყოს. ადამიანები არ უნდა იყვნენ მთავრობის იმედზე, იყავით თქვენი თავის იმედზე.თუ რთული სიტუაცია არ გექნებათ არ მიმართოთ საავადმყოფოს, რათა არ მოხდეს ჯანდაცვის სისტემის პარალიზება

                                                                                  -განაცხადა  ''გირჩი ტივის'' ეთერში ჯაფარიძემ.

                                                                                                                ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 



კომენტარები