სიახლეები

საქართველოში კომენდანტის საათი გამოცხადდა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი გამოაცხადა. გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში, კორონავირუსით დაავადებული 100 ადამიანიდან, სამი პირის პირველწყარო დაკარგულია, რაც ნიშნავს შიდა გავრცელების დაწყებას.

პრემიერმინისტრმა, ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა - 31 მარტის, საღამოს ცხრა საათიდან, დილის ექვს საათამდე გადაადგილება იკრძალება. ხვალიდან ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აიკრძალება, გარდა მსუბუქი ავტომობილებისა, სადაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული წესები. ავტომობილში სამ კაცზე მეტის განთვსებაც აიკრძალა.

ასევე 70 წელს გადაცილებული პირებს, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, გარეთ გასვლა ეკრძალებათ.

აქვე ქვეყნის ყველა რეგიონში, შეიქმნება სპეციალური საკოორდინაციო შტაბები და სპეციალური ცხელი ხაზი ნომრით 144, რომელიც ყველასთვის უფასო იქნება.

                                                                                             ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

 

კომენტარები