სიახლეები

173 Views
Girchi News

ტაივანის ხელისუფლება კორონავირუსს სპილენძით ებრძვის

ტაივანის ხელისუფლებამ კორონავირუსთან საბრძოლველად ახალი მეთოდების გამოყენება დაიწყო  - ნათქვამია Taiwan News-ის სტატიაში.

ტაივანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ლიფტის ღილაკებისა და ყველა ტიპის სახელურების, სპილენძით დაფარვა შემოიღო.

ამის მიზეზი კი ის კვლევაა, სადაც აღწერილია, რამდენ ხანს ცოცხლობს კორონავირუსი სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე.

კვლევა The New England Journal of Medicine-მ 17 მარტს გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სპილენძზე ვირუსი ყველაზე ცოტა ხანს, 4 საათს ცოცხლობს, მუყაოზე 24 საათს, უჟანგავ ლითონზე 2-3 დღე, ხოლო პლასტმასზე - 3 დღე.

კვლევის ავტორთა თქმით, კორონავირუსი ჰაერში სამი საათის განმავლობაში რჩება. მოხსენებაში მონაწილე მეცნიერებმა, ახალკორონავირუსს რესპირატორული ავადმყოფობა უწოდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ის აირწვეთოვანი გზით ვრცელდება - წერს Taiwan News-ი.

                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე 

კომენტარები