სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: ეპიდემიის კერასთან ახლოს ჯანმრთელი ადამიანების ჩატოვება, ამორალურია

მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონად გამოცხადებასა და ჩაკეტვას, ფეისბუქ პირად გვერდზე, ''გირჩის'' ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

''კორონავირუსს რომ არსებულისგან ორი განსხვავებული თვისება ჰქონდეს

ა) გადაეცემოდეს ყველა შესაძლო გადაცემის გზით
ბ) კლავდეს ყველა დაინფიცირებულს

ხომ გაცილებით უფრო საშიში იქნებოდა?

ხომ უფრო მკვეთრი ზომებით ვეცდებოდით თავის დაცვას?

ცხადია.

და როდესაც მარნეულისა და ბოლნისის ‘ჩაკეტვის’ მართებულობა/არამართებულობას განვიხილავთ, ხომ გასაგებია რომ იქ მცხოვრებთა უდიდესი უმრავლესობა ამ მომენტისთვის არ არის დაინფიცირებული კორონავირუსით?

მთავარი კითხვა არ არის - გამართლებულია თუ არა მთავრობის მიერ მიღებული ეს ზომა კორონავირუსთან მიმართებაში

მთავარი კითხვაა:

რამდენად მისაღებია მორალურად, ჯანმრთელი ადამიანების ჩატოვება ეპიდემიის კერასთან ახლოს, მათი ნების საწინააღმდეგოდ, როდესაც ვირუსი გადადის ყველა შესაძლო გადაცემის გზით და ახასიათებს 100%-იანი ლეტალობა?

ესაა აქ კითხვა

ასე დასმულ კითხვას გავარჩევინებდი ჩემ სტუდენტებს

ჩემი პასუხია - ამორალურია, როგორც არ უნდა მეშინოდეს საკუთარი ან ყველაზე ახლო ადამიანების სიცოცხლის დაკარგვა" - წერს ჯაფარიძე.

კომენტარები