სიახლეები

იაგო ხვიჩია: ბოლნისი და მარნეული ჩერნობილის ზონად ვაქციეთ

''გირჩის'' ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, ''პოლიტიკური აგორის'' ეთერში, საგანგებო მდგომარეობის საფრთხეებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების აუცილებლობა, ''წმინდა სინოდის'' გადაწყვეტილების შემდეგ დადგა და რეალურად ეს რეჟიმი, პირველმა, სწორედ ჩვენმა ეკლესიამ დაარღვია.

რისკჯგუფში მყოფ ადამიანებს შორის, ერთ-ერთი ხომ სწორედ საქართველოს პატრიარქია. ბევრს კითხვა გაუჩნდა, უნდა ყოფილიყო თუ არა ამ შემთხვევაში ძალის გამოყენება? ჩემი აზრით, რაღაცები არის არაბუნებრივი შესასრულებლადაც

- ამბობს ხვიჩია.

მისივე თქმით,, ეკლესიის გამო მიღებული საგანგებო მდგომარეობის დროს, რეალურად ჩვეულებრივი მოქალაქეების ფუნდამენტური თავისუფლება იზღუდება. იაგო ხვიჩია გატარებულ ღონისძიებებსა და ვირუსთან ბრძოლას შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ვერ ხედავს.

ბოლნისი და მარნეული ჩერნობილის ზონად ვაქციეთ. ასეთი ტიპის ჩაკეტვებს, მორალური და ეფექტურობის თვალსაზრისითაც, არასწორედ მივიჩნევ

                                                                                                                        -აცხადებს იაგო ხვიჩია.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ რეალურად არავის სჯერა იმის, რომ ჩაკეტილი მუნიციპალიტეტები ქვეყანას ვირუსისგან დაიცავს.

ცოტახანში მსგავსი მუნიციპალიტეტების რაოდენობა გაიზრდება. თუ ხელისუფლება მსგავსი ჩაკეტვის გზით გააგრძელებს ''პრევენციას'', ეფექტურ შედეგს ეს ვერ გამოიღებს. სახელმწიფოს, რომელსაც როგორც ვირუსის ეშინია შენი, მე ამ სახელმწიფოს წარმატების, არ მჯერა

                                                                                                                               -აღნიშნა ხვიჩიამ.

მისი აზრით, ''როდესაც შავი ჭირი გაივლის და ჩვენ სასაუბროდ დავსხდებით, მივხვდებით, რომ ამ პერიოდის დროს არასწორი ზომები იყო მიღებული.''

ხვიჩიამ აღნიშნა, რომ სტატისტიკის მიხედვით, იმ ქვეყნებში სადაც იძულებითი კარანტინი იყო შემოღებული, იქ დაავადებულთა რიცხვი ბევრად მაღალი იყო, აქედან გამომდინარე კი, შეიძლება დავასკვნათ, რომ კარანტინში დაავადების რისკი უფრო მაღალია.

''გირჩის წევრმა'' ასევე განაცხადა, რომ ამ პერიოდში მთავრობის ადეკვატურობის იმედი უფრო აქვს, რადგან პანიკას აყოლილი მოსახლეობა, ბევრად დიდ სიგიჟეს ითხოვს. მისივე თქმით, ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ კანონებს ამ სიტუაციაში უთანასწოროდ იყენებენ.

ჩვენ მარნეული, მარნეულელების გამო გადავკეტეთ, მაგრამ ვაკეს ხომ ასე ვერ გადავკეტავდით. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენ ვირუსს კი არა, ადამიანებს ვებრძვით

                                                                             -განაცხადა იაგო ხვიჩიამ, ''გირჩი ტივის'' ეთერში.

                                                                                                               ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები