სიახლეები

იაგო ხვიჩია: არავის აქვს უფლება, მორწმუნე ადამიანს რამის კეთება დაუშალოს

ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, კორონავირუსსა და საგანგებო მდგომარეობაზე, "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, ''ტვ პირველის'' ეთერში ისაუბრა. იგი მიიჩნევს, რომ დღეს შექმნილი მდგომარეობა, მათ შორის, ხელისუფლებისთვის სრული ძალაუფლების მიცემა, პანიკას აყოლილი ადამიანების დამსახურებაა.

ჩვენ არ უნდა ავუკრძალოთ თავისუფალ და ჯანმრთელ ადამიანებს შესარულონ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობა, რადგან ქვეყანას არ გვაქვს ამის რესურსი

                                                                                                                              -აღნიშნა ხვიჩიამ.

რაც შეეხება ეკლესიის დღევანდელ ქმედებას, ხვიჩია მიიჩნევს, რომ ეს უბრალოდ რელიგიური ფანატიზმია და მღვდელი, რომელიც ამბობს, რომ ვირუსს ქრისტეს მადლი კლავს, მეცნიერული დასკვნებისაგან, ძალიან შორსაა. იაგო ხვიჩია ეკლესიაში პოლიციის შესვლასა და შეკრებების დაშლას მხარს არ უჭერს.

"არ ვითხოვ პოლიციის ეკლესიაში შესვლას - არავის აქვს უფლება მორწმუნე ადამიანს რამის კეთება დაუშალოს" - აცხადებს ხვიჩია.   

მან კორონავირუსიდან გამომდინარე ეკონომიკურ საფრთხეებზეც ისაუბრა.                                                       

''ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკა გადარჩეს. არ უნდა ავყვეთ  პანიკას. ჯერ-ჯერობით ვირუსს საქართველოში არავინ არ მოუკლავს, მაგრამ დიდი იქნება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც შიმშილი ემუქრებათ,'' - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩია მიიჩნევს, რომ ვირუსთან ეფექტურად ბრძოლისთვის ერთადერთი გზა სწრაფი ტესტირებაა, რადგან, მისი თქმით, საქართველოს არ აქვს ის ფუფუნება რომ კარანტინი გამოაცხადოს.

                                                                                                     ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები