სიახლეები

იაგო ხვიჩია: ადამიანებს მუშაობა არ უნდა ავუკრძალოთ

''გირჩის'' ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, ტელეკომპანია ''ფორმულას'' ეთერში, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე ისაუბრა. მისი თქმით, აქამდე ქვეყანას ისეთი ხელისუფლება ჰყავდა, რომელსაც პრაქტიკულად არაფერში ენდობოდნენ, უცებ კი სიტუაცია შეიცვალა და ოპოზიციის წევრებიც კი, საგანგებო მდგომარეობის მომხრენი აღმოჩნდენენ.

ყველამ კარგად დავინახეთ, საქართველოში ადამიანის თავისუფლებას, რა ფასიც აქვს. მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა ისე შემოიღო, რომ როგორ უნდა იყოს დაცული ადამიანების უფლებები მსგავს სიტუაციაში, ამის განხილვაც კი არ ყოფილა

                                                                                                                 -განაცხადა ''გირჩის'' წევრმა.

ხვიჩიას აზრით, პირველი, რაზეც ჩვენი ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს, ის ეკონომიკური კრიზისია, რომელიც გარდაუვალია და ქვეყანას ძალიან მალე შეექმნება. "რა თქმა უნდა, ქვეყანას ძალიან გაუჭირდება მასთან გამკლავება, მაგრამ კრიზისის შემსუბუქების გზები არსებობს" - აღნიშნავს პოლიტიკოსი.

''ფორმულა ნიუსის'' საგანგებო ეთერში, ''გირჩის'' წევრმა ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა იმას, რომ განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველო დანაზოგების ქვეყანა არ არის.

რაც უფრო ნაკლები ხანი ვიცხოვრებთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, გარდაუვალ კრიზისს მით უფრო მალე გავუმკლავდებით

ამ ეტაპზე ვირუსთან საბრძოლდველად ხვიჩია, საუკეთესო გადაწყვეტილებად, იმ ადამიანების ჩართულობაში ხედავს, ვისაც მუშაობა შეუძლია.

ადამიანებს მუშაობა არ უნდა ავუკრძალოთ, მათ თავიანთი საქმიანობა სწორედ, რისკჯგუფში მყოფი პირების დასაცავად უნდა გააგრძელონ. ამის გაკეთების ნაცვლად კი, ხელისუფლებამ ერთ დღეში, მთელი ქვეყნის ეკონომიკა გააჩერა

                                                                                                                        -აცხადებს იაგო ხვიჩია.

მან აღნიშნა, რომ გასაგებია მსოფლიოში სრული საგიჟეთი ხდება, ამ პანდემიის გამო. ხვიჩია ამბობს, რომ ვირუსთან ბრძოლაში, ყველაზე ჯანსაღი გადაწყვეტილებები შვედეთმა მიიღო.

კორონავირსუმა კაცობრიობას დაანახა, რომ მსოფლიო მსგავსი გამოწვევებისთვის მზად არ არის.

                                                                                   -განაცხადა ''გირჩის'' ერთ-ერთმა ლიდერმა ''ფორმულასთან'' მიცემულ ინტერვიუში.

                                                                                                        ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები