სიახლეები

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერმინისტრის წარდგინების საფუძველზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება მან ცოტა ხნის წინ გააკეთა. 

"ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვები, შემქნილი მდგომარეობიდან გამომდინარეობს. შეზღუდვების დაწესებისას მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნა ჩვენი დემოკრატიული უფლებები. არ იქნა შეზღუდული არც გამოხატვისა და არც სიტყვის თავისუფლებები", - განაცხადა ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვის დროს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე ცხადდება. ცნობილია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა სასწრაფო წესით, 76 დეპუტატის ხმით უნდა მიიღოს. 

                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები