სიახლეები

იაგო ხვიჩია: კორონავირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ

''თავისუფალი ბაზრის'' დღევანდელი ეთერის, ერთ-ერთმა სტუმარმა, ''გირჩის'' წევრმა იაგო ხვიჩიამ, კორონავირუსთან ერთად ცხოვრების სწავლის აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ საქართველო დანაზოგების ქვეყანა არ არის, აუცილებელია,  ვირუსთან ბრძოლის მექანიზმების გარდა, რეალობას თვალი გავუსწოროთ. ხვიჩია ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ამ ტემპით, მალე მთლიანად ჩამოიშლება.

დღევანდელი სიტუაციით, მთავრობა მოსახლეობას კიდევ უფრო დიდ პანიკაში აგდებს. ადრე თუ გვეუბნებოდნენ, პანიკას არ ავყოლოდით, დღეს პირიქითაა, მოსახლეობაში ამ შიშს სულ უფრო აღვივებენ

                                                                                                                                                                                    -აცხადებს ხვიჩია.

ის ასევე, მცდარ შეხედულებად მიიჩნევს, რომ ადამიანებმა არ უნდა იმუშაონ. ხვიჩია ამბობს, რომ ამით მთავრობა კიდევ უფრო აფერხებს ეკონომიკას, ეს პოზიცია კი ნიშნავს იმას, რომ ღარიბები ვირუსს უკეთესად შეებრძოლებიან.

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ  ''გირჩის'' გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ისინი ყველა ღონისძიებას რისკ ჯგუფის მქონე ადამიანების მიმართ გაატარებდნენ. ეს კი თავისთავად, ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა მოვლას გულისხმობს.''გირჩი'' ჯანმრთელ ადამიანებს მუშაობისკენ, სწორედ ამ ადამიანებზე ზრუნვისთვის მოუწოდებდა.

''გირჩი ტივის'' ეთერში, იაგო ხვიჩიამ ასევე დაანონსა, რომ რაღაც პერიოდის შედმეგ პოლიტიკოსები რიტორიკას აუცილებლად შეცვლიან თუ კრიზისი გაგრძელდა, ეს პირველ რიგში მთავრობას დააზიანებს.

ადრე თუ გვიან საღი აზრი, ამ პანიკურ მდგომარეობას დაამარცხებს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, ადამიანებს ვირუსის საფრთხე მალევე დაავიწყდებათ, რადგანაც შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდებიან და სიტუაციას სხვა რაკურსიდან შეხედავენ

                                                    -განაცხადა ''პოლიტიკური აგორას'' ეთერში, იაგო ხვიჩიამ.

                                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები