სიახლეები

92 Views
პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: მთავრობისგან ანტიკრიზისული გეგმა ამ დრომდე არ მოგვისმენია

''ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ,  გადაცემაში ''პოლიტიკური აგორა'' ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ამ ვირუსის საფრთხე ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული და ვხედავთ, რომ ვირუსმა მსოფლიოს ცხოვრების წესი შეცვალა. ამის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანას ანტიკრიზისული მოქმედების გეგმა ჰქონდეს, რომელიც მთავრობას დღემდე არ წარუდგენია

ხატია დეკანოიძემ განაცხადა რომ, ''ნაციონალური მოძრაობა'', ამ ეტაპზე სწორედ ანტიკრიზისულ გეგმაზეა ორიენტირებული. მან გადაცემის მსვლელობის დროს აღნიშნა ისიც, რომ კანონში საგანგებო მდგომარეობის შესახებ პუნქტი არსებობს და რა შეზღუდვები წესდება, მკაცრად გაწერილია.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, არ უნდა შეიზღუდოს სიტყვის თავისუფლება და მედიამ მუშაობა არ უნდა შეაჩეროს

                                                                                                                                                                                -აცხადებს დეკანოიძე.

დეკანოიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის აცხადებდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანას, პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც მოახერხებდა. მისი განცხადებით, ამ დროს, საკონსტიტუციო ცვლილებები ავტომატურად წყდება. 

''გირჩი ტივის'' ეთერში ხატია დეკანოიძემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ თუკი ''ქართული ოცნება'', მათ და ოპოზიციას შორის დადებული შეთანხმების ყველა პუნქტს არ შეასრულებს, ''ნაციონალური მოძრაობა'' საკონსტიტუციო ცვლილებებში, მონაწილეობას არ მიიღებს.

                                                                                                                              ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები