სიახლეები

109 Views

ლევან ჯგერენაია: მთავრობა საგანგებო მდგომარეობას სათავისოდ გამოიყენებს

''გირჩის'' წევრმა ლევან ჯგერენაიამ, ''გირჩი ტივის'' ეთერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასა და ''წმინდა სინოდის'' ჩანიშნულ დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

მისი აზრით, თვითონ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არანაირი აზრი არ აქვს, რადგანაც ვირუსი ისევე გავრცელდება და ადამიანები მაინც დაავადდებიან.ჯგერენაია მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მთავარი მიზანია, ადამიანებს ის მინიმალური თავისუფლება, რაც მათ დღეს აქვთ, ისიც შეეძღუდოთ.

მე სახელმწიფოს არ ვენდობი , რადგანაც ვთვლი, რომ არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ მთავრობა ამ სიტუაციას სათავისოდ არ გამოიყენებს

                                                                                                                           - აცხადებს ''გირჩის'' წევრი.

ამის ნათელ მაგალითად კი ჯგერენაია, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას მიიჩნევს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ამის გაპროტესტების მსურველებს, თავიანთი აზრის გამოხატვის უფლება არ ექნებათ, რადგან საგანგებო მდგომარეობა, მათ შორის გადაადგილების უფლების შეზღუდვასაც გულისხმობს.

''გირჩი ტივის'' ეთერში ლევან ჯგერენაიამ სინოდის სხდომაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან არ ისის სინოდი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. შესთავაზებს თუ არა საპატრიარქო მრევლს ერთჯერადი კოვზების გამოყენებას ზიარების დროს, ჯერ-ჯერობით უცნობია.

''წმინდა სინოდის'' გადაწყვეტილებას ადამიანებზე ზრუნვასთან არანაირი კავშირი არ ექნება. საპატრიარქო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც მათთვის ან მთავრობისთვის მომგებიანი იქნება

                                                             - განაცხადა ''პოლიტიკური აგორის'' ეთერში, ლევან ჯგერენაიამ. 

                                                                                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები